რეგისტრირებული ფაქტები85404
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის კლასიკური გიმნაზიის პანსიონის ექიმი ტერ-გრიქუროვი დააჯილდოვა წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით.
1881
ტიპი: თანამდებობა
ალექსი მირიანაშვილის მტკიცებით 1881-1883 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის პერიოდი იყო მისი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული ეტაპი.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლიდან გადავიდა ალექსანდრე II-ის სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლად.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1883 წლებში ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ნიკო ლომოურმა სკოლის გამგეობის წევრების იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო ცხვედაძის დახმარებით იშუამდგომლა საოლქო მზრუნველთან ალექსი მირიანაშვილის სავალდებულო სახელმწიფო სამსახურისგან განთავისუფლების თაობაზე.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იაკობ გოგებაშვილი იყო თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგეობის წევრი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ნიკო ლომოურმა ალექსი მირიანაშვილს სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლობა შესთავაზა. საპასუხოდ ალექსი მირიანაშვილმა ლომოურს აცნობა, რომ იგი, როგორც სახელმწიფო ხარჯზე აღზრდილი, ვალდებული იყო სახელმწიფო სამსახურში ემსახურა და საჭირო იყო მისი განთავისუფლება ამ სავალდებულო სამსახურისგან საოლქო მზრუნველის წინაშე შუამდგომლობით.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, I მსოფლიო ომის მონაწილე ალექსანდრე ბესარიონის ძე ჩიჩუა ბრძოლის ველზე დაიღუპა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი გახდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (შემდგომში ქართული გიმნაზია) ინსპექტორმა ნიკო ლომოურმა დაიბარა და ამ სკოლაში მასწავლებლობა შესთავაზა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს, ოდესაში ყოფნის დროს, დუტუ მეგრელი ებრაელმა ექიმმა იაკობ ბარდახმა გადაარჩინა სიკვდილს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ალექსი მირიანაშვილმა საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიიღო.
1930
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს პეტერბურგის საგადასახადო სამსახურმა დააკმაყოფილა დუტუ მეგრელის მოთხოვნა გადასახადთა ინსპექტორად დანიშნვის შესახებ.