საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით გაიმართა ქართული ენის მესვეურთა თათბირი სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხების შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკი და გლადსტონი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 მარტს ილია ჭავჭავაძეს ალექსანდრე ჭყონიამ წერილობით შეატყობინა, რომ ქალაქში არყოფნის გამო საგრამატიკო საკითხების განსახილველად დანიშნულ კრებას ვერ დაესწრებოდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 7 მარტს ივანე ბეზრუკოვს, ზაქარია ნათაძეს, ალექსანდრე ვერონინსა და მიხეილ შუშაბერიძეს 2 ფუთის ოდენა ძველი თაობის იარაღის ტყვიები აღმოუჩინეს და დააკავეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 მარტს პოლიციის მე-10 განყოფილებაში მორიგე უნტერ-ოფიცრის პრაკოფი შესტაკოვის ოთახიდან გაიტანეს ვერცხლის საათი და სხვადასხვა ნივთები, სულ 110 მანეთის ღირებულების. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 7 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ბალკანიის ნახევარკუნძული და ევროპის სახელმწიფოები“.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებაში საწევრო გადასახადი შეიტანა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალციხის განყოფილების დირექტორად დაინიშნა მაზრის უფროსი ნიკოლოზ მესხიევი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტების დირექტორად თელავში დაინიშნა იაგორ ოსკანოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ქალების განყოფილება უნდა დაარსებულიყო თბილისში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტები უნდა დაარსებულიყო თელავში, სიღნაღში, დუშეთში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა თათულოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის 1886 წლის 6 მარტის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა სოლომონ ზანდუკელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების სიღნაღის განყოფილების დირექტორად დაინიშნა სვიმონ ანდრონიკაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა ელისაბედ ნიკოლოზის ასული მუხრანბატონისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ივანე ჩეხოვსკოი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა მარიამ ალექსანდრეს ასული შერვაშიძისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა ანნა ალექსის ასული შმაკოვისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა ვერა კონსტანტინეს ასული გროსმანისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა ელენე დავითის ასული ასტაფიევისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა ბარბარე ფილიპეს ასული სმიტენისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა მარიამ ვასილის ასული კოლიუბაკინა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების საქალებო განყოფილების დირექტორად თბილისში დაინიშნა ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელკისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების თელავის განყოფილების დირექტორად დაინიშნა ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების თელავის განყოფილების დირექტორად დაინიშნა სიმონოვი.