რეგისტრირებული ფაქტები87038
სორტირება თარიღი კლებადობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 მარტს სოფ. რეხაში თბილისის ალექსანდრეს სახელობის ინსტიტუტის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და ვასილ აბაშიძის ვოდევილი „ცოლი თუ გინდათ ეს არის“ წარმოადგინეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე მირიანაშვილის მიერ შედგენილი მოძრავი ასოები თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორმა მოიწონა და სკოლებში დასარიგებლად გრიგოლ ჩარკვიანისგან შეიძინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, გორში, ივ. ბარამოვის წიგნის მაღაზიაში, ქართული წიგნები იყიდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, რაჭაში ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობა კონსტანტინე ყიფიანის, ეფრემ შარაშიძისა და ალექსანდრე გელოვანის დახმარებით არსებობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, ჩერნიავსკიმ სოხუმში ჩაი გააშენა და მოსავალიც აიღო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 24 მარტის „დროების“ ცნობით, ეფრემ შარაშიძე რაჭაში მოღვაწე სასულიერო პირი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროებაში“ ხვანჭკარის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის 1884 წლის ანგარიში დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერდნენ: კონსტანტინე ყიფიანი, ბესარიონ ბაქრაძე და მანუჩარ ყიფიანი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მარტის „დროებაში“ ი. კახელის სტატია დაიბეჭდა, რომლის მიხედვით „დეპოს“ საწევრო თახნა ს. ბეგიევისთის უნდა გადაეცათ.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 21 მარტის „დროების“ ცნობით, სავანელი თბილისის საკრედიტო საზოგადოების სარევიზიო კომისიაში ფინანსთა მინისტრის წარმომადგენლად დაინიშნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 21 მარტის „დროების“ ცნობით, სავანელი თბილისის სახელმიწფო ბანკის კონტროლიორი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის ორგანიზება ნიკოლოზ ცხვედაძეს, დავით ერისთავსა და ვასილ თუმანიშვილს დაევალათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ათონის ბერძენ და ქართველ ბერებს შორის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების საკითხზე თბილისში ბენედიქტე ბარკალაია ჩამოვიდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დადიანმა თავისი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა. მან ეს გადაწყვეტილება ვასილ მაჩაბელს წერილობით გააცნო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მარტს სოფელ კახში გიორგი ჯანაშვილის ოჯახში დაიბადა მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი.

