რეგისტრირებული ფაქტები90085
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ რამდენიმე სოფელში სკოლის გასახსნელად წარდგინება მზად ჰქონდა, რაც უმაღლესი მართებლისაგანაც დამტკიცებული იყო. ჯერჯერობით ყველა სოფელში სკოლის გახსნის სამქმეები არ იყო დასრულებული.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ 9 წლის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სასოფლო სკოლების დაარსებას, რაც რამდენიმე სოფელში მოახერხა და წარმატებულადაც მიმდინარეობდა სწავლა უკვე გახსნილ სკოლებში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 აპრილს გოჩაჯიხაიშში სასოფლო სკოლის გახსნას დაესწრნენ: ფილიპე ზაქარიას ძე ლევიცკი, კ. ი. ალშიბაია, გიორგი და სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძეები და სოფლის მკვიდრი საზოგადოების წევრები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლ. ისარლოვი ქალაქ თბილისის გამგეობის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელენე მჭედლიშვილი ამიერკავკასიის საქალებო ინსტიტუტის აღმზრდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ვარგანოვი კოლეგიის რეგისტრატორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რევაზ ივანეს ძე მაჭავარიანი ტიტულოვანი მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ადოლფ ალექსანდრეს ძე რემერტი ექიმი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით ალექსანდრე ვარგანოვი ამიერკავკასიის საქალებო ინსტიტუტის მრჩეველთა განყოფილების მდივნად დანიშნეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 26 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკოვს ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ვერის პირველ ნაწილში უსახელოს ქუჩაზე მდებარე ქვითკირის სახლი და 350 კვადრატული საჟენი მიწა, როლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 აპრილს ტროიცკი თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოების კრებას დაესწრო.

