საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88428

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ყოველ კლასში 42 მოსწავლე იყო. სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველ წელს აღემატებოდა დაწესებულ რიცხვს, ამიტომ გადაწყვიტეს ექვს-ექვსი მოსწავლე დაემატებინათ. ეს გადაწყვეტილება გამგეობამ დაამტკიცა და თითოეულ კლასსა თუ მის განყოფილებაში 42-ის ნაცვლად 48 მოსწავლეს უნდა ესწავლა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

პირები
წყარო

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომლითაც დამტკიცდა საზოგადოების საორგანიზაციო საკითხებზე დახარჯული თანხა, სულ 72 მან. 10 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დამტკიცეს ანგარიში ფოტოსახელოსნოს გამგის, ტარას მომცელიძესთვის საორგანიზაციო ხარჯისთვის 30 მანეთის მიცემის შესაბებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წიგნსაცავში 1020 სხვადასხვა ქართული წიგნი იყო. უცხოენოვანი წიგნებიც ბევრი ჰქონდათ. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

პირები
წყარო

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის მიერ დაამტკიცებული ანგარიშის მიხედვით, გულასაშვილს მიეცა დიმიტრი ყიფიანის ძეგლთან დასადები გვირგვინისათვის 30 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს კანცელარიისთვის შეშის თანხის – 10. 50 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს შეშის დასახერხი თანხის – 1. 60 მანეთის გაცემის შესახებ.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გამგეობამ წიგნების კატალოგის შედგენა დაავალა ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილს, რომელიც საანგარიშო წლის პირველ ნახევარში მდივნის მოვალეობას ასრულებდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ცალკე შემდგარი კომისია თეიმურაზ მეფის ნაწერებს დასაბეჭდად ამზადებდა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

პირები
წყარო

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის 30 „დედა ენა“ და 10 „რუსკოე სლოვო“ (I ნაწილი) გაეგზავნათ. წიგნები ჯამში 12.80 მანეთი ღირდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს ელენე ადამის ასული მირზაშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N92.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ელენე ადამის ასული მირზაშვილის წარდგენილი ყულაბა N 92, რომელშიც 7. 74 მანეთი იყო.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში საზოგადოების საქმეებს განაგებდნენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. სხვა წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე. კანდიდატები: გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი და ვასილ ილიას ძე რცხილაძე.

პირები
ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია ეკატერინე (კატო) რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი (წყალტუბელი) სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი ალექსანდრე (ალექსი) ივანეს ძე მირიანაშვილი დიმიტრი ალექსანდრეს (მხარგრძელის) ძე ფავლენიშვილი ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი (მაზაკვალი) რაჟდენ სოლომონის (არჯევანის) ძე ჯაჯანაშვილი ვასილ ილიას ძე რცხილაძე
წყარო

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის პირველი იანვრიდან 1888 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში სულ 438 წევრი იყო. აქედან 119 დამფუძნებელი, 313 ნამდვილი წევრი და 8 წევრობის მსურველი. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

პირები
წყარო

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ექვსი დამფუძნებელი და ხუთი ნამდვილი წევრი დააკლდა. შვიდი გარდაიცვალა, ორმა დამფუძნებელმა და ორმა ნამდვილმა წევრმა კი საზოგადოების წევრად ყოფნა აღარ ისურვა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

პირები
წყარო

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გარდაიცვალა საზოგადოების ნამდვილი წევრი ალექსი ანდრიას ძე კვალიაშვილი.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მოლარე იყო დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს არეულობისა და სხვადასხვა ავადმყოფობის გამო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ივანე დავითის ძე მელიქაძის თხოვნაზე – მის მიერ შედგენილი თათრულ-რუსული ლექსიკონის საზოგადოების ხარჯით დაბეჭდვის შესახებ – გადაწყდა, ავტორისთვის ეცნობებინათ, რომ საზოგადოება ვერ დაბეჭდავდა მის წიგნს. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში ივანე დავითის ძე მელიქაძე წერილობით სთხოვდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საზოგადოების ხარჯით დაბეჭდილიყო მის მიერ შედგენილი თურქულ-რუსული ლექსიკონი.

1887

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, საწევრო შეაგროვეს და გამგეობას წარუდგინეს საზოგადოების დამხმარე წევრებმა: თიანეთიდან ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილმა, ცხინვალიდან ქეთევან ლუარსაბის ასულმა ჟურულისამ, ლაილაშიდან ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანმა და თემირ-ხან-შურიდან ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილმა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილმა უარი თქვა დამხმარე წევრობაზე.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბაქოში ახალ დამხმარე წევრად ლავრენტი ჯავრიშვილი დაინიშნა.