რეგისტრირებული ფაქტები92922
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის ხელმძღვანელი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე ზუგდიდში, ვარიანში, ნალჩიკში, საგურამოსა და გომარეთში სკოლის ასაშენებლად, ხოლო ატენსა და შრომაში შენობის მიმატებისთვის გამგეობისაგან 1200 მანეთის გამოყოფას ითხოვდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 23 სექტემბერს ტრიფონ შუბლაძე აკაურთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შალვა გიორგის ძე ტატიშვილს სტიპენდია ერთი წლით გაუგრძელეს.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ წევრები იყვნენ: მიხეილ ყიფიანი, ნიკოლოზ ცხვედაძე, რაფიელ ყაზბეგი, ილია წინამძღვრიშვილი და სხვ.
1896
ტიპი: თანამდებობა
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ თავმჯდომარის ამხანაგი იყო.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ნიკოლოზ ისარლიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკი თავმჯდომარეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“.
1896
ტიპი: თანამდებობა
საზოგადოების „ძმობა ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა საქართველოს საეგზარქოსოში“ თავმჯდომარე დეკანოზი ესტატე ელიაშვილი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებას 100 წევრი ჰყავდა. განყოფილებასთან არსებობდა ბიბლიოთეკა, სადაც 30 ისტორიული, 80 ბელეტრისტულ-პუბლიცისტური, 10 ბიბლიოგრაფიული, 20 საბავშვო, 7 ხალხური ზეპირსიტყვიერების, 9 სამეცნიერო, 14 დრამატული ხასიათის და 8 სასკოლო სახელმძღვანელო წიგნი ინახებოდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების ნამდვილი წევრები – ალექსანდრე პეტრეს ძე ცაგარელი და მღვდელი ევგენი ივანეს ძე კაველაშვილი – ამ განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი იყო მაკრინე ღლონტისა.

