რეგისტრირებული ფაქტები89453
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოების 1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოების პრიორიტეტი იყო: დაწყებით სასწავლებელში სწავლის ქართულ ენაზე წარმართვა, არსებული სკოლების დახმარება და ახლების გახსნა, სახალხო სამკითხველოებისა და ბიბლიოთეკების დაარსება, სახელმძღვანელოებისა და სხვა საკითხავი ლიტერატურის გამოცემა, ახალი პედაგოგების მომზადება ნიჭიერ მოსწავლეთაგან და პედაგოგიური კურსების გამართვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 398. 24 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 1966. 86 და შენახული თანხა – 7202. 92.
1883
ტიპი: ორგანიზაცია
1883 წელს პორფირი ვაშალომიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1880 წელს დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 430. 08 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 896. 86 და შენახული თანხა – 7202. 92.

