საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ სამსონ ფირცხალავა სიამაყითა და დიდი ბედნიერებით აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის შესრულებას. ის აცხადებს, რომ ქართველი ერი აღდგა და საქართველო დღეს და სამარადისოდ თავისუფალია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ივლისის გაზეთ „ერთობის" ცნობით, შრომის სამინისტროს ცირკულარში წერია, რომ მთავრობის 8 ივნისის დადგენილებით, პროვინციის სახელმწიფო დაწესებულებათა უმცროს მოსამსახურეთ პენსიები გაეზარდათ. ხელს აწერენ: საქმეთა მმართველი ი. ა. გოლდმანი და საქმისმწარმოებელი მ. სოხაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

აკაკი პაპავა გადმოგვცემს,რომ როცა საქართველოში არ იყო აზრთა თანხვედრა საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ,სწორედ მაშინ დემოკრატიის მომხრეები ერთხმად დაუპირისპირდნენ მათ მოწინააღმდეგეებსა და საქართველოს მტრებს.მათ ერთიანი ძალისხმევით,საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინეს და 6 თის შემდეგაც არ აპირებდნენ დემობილიზაციას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ივლისს, 4 საათზე, ავლაბრის სახალხო უნივერსიტეტის შენობაში ნ. ათაბეგოვ-ტუმასი წაიკითხავდა მოხსენებას სოციალური დახმარების შესახებ .

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 25 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ აკაკი ჩხენკელმა ბათუმიდან მისალოცი დეპეშა მიიღო მუსულმანური და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ: სულეიმან ბეკ ბატანიძე, ეიუბ დიასამიძე, თებიკ ბეკ თავაძე, ხოჯ აღაა გუაბაის თარიშვილი, იმამ აღისშვილი-კედერი (სოფ. მეძიბნა), კედიმ აღა ცინცაძე (სოფ დოლოგანი), გურჯი ოღლი იბრაგიმ აბას სიბილაძე, სულეიმან ბეკ ბოლქვაძე (სოფ. მახუნცეტი).

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, საქართველოს მთავრობამ საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა ნაფიცი ვექილი ივანე ჯაფარიძე, ხოლო სხვადასხვა თანამდებობაზე საოლქო სასამართლოს წევრი კარასიოვი, ვასილინი, მელ. კანდელაკი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, დ. ტატიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ილია ბადრიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ გრიგოლ რცხილაძე საქართველოს დამოუკიდებლოს გამოცხადებიდან 6 თვის თვზე აქვეყნებს სტატიას, რომელშიც აცხადებს, რომ 26 მაისის აქტმა დაამტკიცა, ის, რაც ქართველი ხალხის ნაციონალურ რეალობას შეადგენდა, დიდხანს უჩინარი იყო როგორც თვით ამ ხალხისთვის, ისე მისი მესვეურებისთვის. ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის საფუძველზე შეინარჩუნა უდიდესი ნაწილი თავის ტერიტორიისა, რომელსაც გარეშე ძალა ეპატრონებოდა, დაიცვა თავისი ქვეყნის უსაფრთხოება და გაატარა მთელი რიგი რეფორმები.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს მეორე ქართულ კლუბში (პლეხანოვის პროსპ.) გაიმართებოდა საღამო გალაკტიონ ტაბიძის, ვ. რუხაძის, გ. ქუჩიშვილის, დუტუ მეგრელის, რობაქიძის, თაგუნას და სხვ. მონაწილეობით.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 15 ივლისს ლადო მესხიშვილი არტისტული საზოგადოების თეატრში პირველად მონაწილეობდა წარმოდგენაში „ინსტინქტი“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 23-27 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა პირველი კონგრესი, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ: პ. ავერკინი, ტრიფონ გრიგოლის ძე ბააკაშვილი, კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი. ა. ა. ეგოროვი, გ. ა. წინამძღვრიშვილი, ს. ნ. ტიმოფეევი, ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე, სოლომონ მ. ჩოლოყაშვილი, მიხეილ ალექსანდრეს ძე წულუკიძე, ალექსანდრე დავითის ძე მაჩაბელი, კ. ნაკაშიძე, გიორგი ლევანის ძე ბერიშვილი, ნ. კ. მაქარაშვილი, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო ივანე ანდრონიკაშვილის რედაქტორობით გამოსცემს ჟურნალს „ვაზი და ღვინო“, რომლის მიზანია, მკითხველს მიაწოდოს მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული ახალი ცნობები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 სექტემბერს, ღამით, ფილაროვის სახლი გაძარცვეს. ბოროტმოქმედებმა წაიღეს 16 000 მანეთი რუსული ფული, 30 000 მანეთის ბონები, ოთხი რევოლვერი და სხვა საქონელი, სულ – 134 მანეთის ფული და საქონელი.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 25 სექტემბერს მადათოვის ქუჩაზე კოგიდაჩიანცის სახლი გაძარცვეს, წაიღეს 86 ათასი მანეთის საქონელი.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, უფროსი მილიციონერი ვასილიევი მოვალეობის დაუდევრად შესრულებისთვის მილიციის უფროსმა ერთი კვირით დააპატიმრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 მარტს გამართულ განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომაზე მოქალაქე ბ. ჯომარჯიძეს ბორჯომში უმაღლესი პირველდაწყებითი რუსული სკოლის გახსნის უფლება მისცეს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 თებერვალს განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომამ მოიწონა და სკოლებში სასწავლებლად დაამტკიცა ლათინური ენის სახელმძღვანელო, რომლის ავტორიც ბ. ჩინჩალაძე იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ დედა ალექსანდრა დავითის ასული მართაშვილი, მღვდელი დავით სართანიძე, მისი მეუღლე მარიამი, ეფრემ დავითის ძე სართანიძე, მისი მეუღლე შუშანიკი, ნადეჟდა დავითის ასული ბერიძისა, ელისაბედ დავითის ასული ხოსიტაშვილისა მწუხარებით აუწყებენ ახლობლებსა და მეგობრებს, რომ 28 ნოემბერს გარდაიცვალა ნინო კონსტანტინეს ასული მართაშვილი. გასვენება გაიმართებოდა 1-ლ დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 სექტემბერს რ. ს. ფ. ს. რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ს. მ. კიროვი თბილისის გაზეთების წარმომადგენლებს ესაუბრა ბაქოში გამართული აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობის შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „სახალხო საქმეში" შვილები: სოსო, კოლა ჩოლაურები, სონა გურგენიძისა და ანა ჟივიძისა, ასევე სიძეები: გიორგი ჟივიძე და ალექსი გურგენიძე აქვეყნებენ განცხადებას მათთვის ძვირფასი ალექსანდრე იოსების ძე ჩოლაურის გარდაცვალების შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, პოროშინი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N190 ბრძანებით, ტრუფანოვი თბილისის ლევანდოვსკის გიმნაზიის მიწათმოქმედების პრაქტიკული მუშაობის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 31 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N189 ბრძანებით, ნეონილა სპირიდონის ასული ჯინჯიხაძისა ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის რუსული ენისა და არითმეტიკის პედაგოგად დაინიშნა.