რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება თარიღი კლებადობით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 1-ელ მარტს ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის დანიშნული დუელი გაუქმდა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 29 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული წერილის გამო ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძე დუელში გამოიწვია. დუელი 1-ელ მარტს დაინიშნა. ნიკო ნიკოლაძემ სეკუნდანტებად ნიკოლოზ სიმბორსკი და დავით გურამიშვილი დაასახელა, ილია ჭავჭავაძემ კი – იოსებ შალიკაშვილი და ნიკოლოზ ერისთავი.
1880
ტიპი: ავტორობა
მასწავლებელ რაჟდენ თარხანოვის ცნობით, 1880 წლის 28 თებერვალს სოფელ კონდოლის სკოლაში მისმა წინამორბედმა მასწავლებელმა მიიღო: 10 ეგზემპლარი „დედა ენა“, 8 ცალი „ბუნების კარი“, 12 ცალი რუსული ენის სახელმძღვანელო შედგენილი კალანდარიშვილისგან, 12 ცალი „იგავ-არაკნი“, 12 ცალი ქართული წერის დედანი, 10 ასპიდის დაფა, 16 კალმისტარი, 24 ფანქარი, 6 ცარცი, თეთრი და შავი ქაღალდი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 26 თებერვალს დიმიტრი ყიფიანის თეატრის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ამხანაგობის სხვა წევრების – ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ავალიშვილის, დავით ერისთავის, ივანე მაჩაბლის, დავით სარაჯიშვილის, გიორგი თუმანიშვილისა და იოსებ ბაქრაძის – წერილი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 21 თებერვალს ქართული თეატრის ამხანაგობის სხდომამ დიმიტრი ყიფიანის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. განაწყენებულმა ყიფიანმა ამხანაგობა დატოვა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დავით სარაჯიშვილის სახლში გამართულ ქართული თეატრის ამხანაგობის კრებას დაესწრო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 21 თებერვალს ქართული თეატრის ამხანაგობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ყიფიანის რამდენიმე წინადადება – გაეუქმებინათ დეკლამაციისა და დიქციის კლასები, ჯილდო მიეცათ გიორგი წერეთლის პიესა „ოჯახის ასულისთვის“ და მიხეილ ბებუთაშვილი ამხანაგობის წევრად მიეღოთ.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრო და ბათუმში სკოლის გახსნის საჭიროების საკითხი დასვა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 9 თებერვალს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორ დ. სემინოვის რეკომენდაციისა და ნიკო ცხვედაძის მოხსენების საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატებად მიიღეს: ო. კვიჟინაძე, ე. ოდიშელიძე, დ. კერესელიძე, დომენტი ფირცხალავა, ბესარიონ ჭილაძე. მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათ სემინარიის დასრულების შემდეგ 6 წელი საზოგადოების სკოლებში უნდა ემუშავათ.