საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85252

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდადის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „მეფე ვახტანგ მეექვსე“ – 2 ეგზემპლარი, „მეფე ბაგრატ მეოთხე“ – 2, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, „დარიგება“, (პირველსაკითხავი წიგნი) – 1, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, „მითრიდატ დიდი პონტის მეფე“ – 3, „ბიბლიოთეკა“ – 2, „სურამის ციხე“ – 3, „არსენას ლექსი“ – 1, „ბიბლიოთეკა, მეფე და ხელოსანი“ – 1, გრიგოლ ორბელიანის ლექსები – 1.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდადის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1 ეგზემპლარი, სტეფენსონი – 1, „არითმეტიკული გამოცანები“ – 1, „ანუკა ბატონისშვილი“ – 1 , „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1, „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, წმინდა სახარება ახალი აღთქმისა – 1, „ბუნების კარი“ – 6, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ – 2.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ცნობა რუსთაველზედ“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ორიოდე სიტყვა „კავკაზს“.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ ბათუმის სკოლის მმართველ ალექსანდრე ნანეიშვილს მისწერა, რომ საზოგადოების გამგეობა უკმაყოფილო დარჩა სკოლიდან მუსლიმი მასწავლებლის, ჰასან ეფენდის დათხოვის გამო და სკოლაში მუსლიმი ბავშვების მიზიდვა სთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის მოთხრობა „დედა მაია“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გამოფხიზლება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „სასოწარკვეთილება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „გამოსალმება“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილი“, რომელიც ილია წინამძღვრიშვილსა და ივანე პოლტორაცკს მიუძღვნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ახლად გამართული ბაასი შკოლების თაობაზედ...“.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ბათუმის სკოლა გაიხსნა, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება განაგებდა და მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს გაბრიელ ქიქოძე ქუთაისის სახალხო სკოლების მასწავლებლების კრებაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს სილიბისტრო თოფურიძე სენაკის მაზრის სოფელ ნოსირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის სექტემბრიდან 1885 წლის 4 მაისამდე მიხეილ თავამაშვილი, მათე ალანია და ანტონ ნალბანდიშვილი ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ.

1881

ტიპი: ავტორობა

გ. დიდებულიძემ თარგმნა რუსულიდან „ლოცვები, მცნებაები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“, რომელიც გამოიცა 1881 და 1883 წელს.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით,  ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო საზოგადოების მდივანი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ისიდორე ჭანტურიას ცნობით, 1881 წლის ნოემბრის მდგომარეობით სოფელ კირცხის სასწავლებლის 24 მოსწავლე იმდენად ღარიბი იყო, რომ არ შეეძლოთ საკუთარი სახსრებით წიგნებისა და სასწავლო ნივთების შეძენა, 15 მოსწავლე კი ისეთი, რომლებიც ყიდულობდნენ, მაგრამ დიდი გაჭირვებით.

1881

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ ხაზინდარს ხელზე ას მანეთზე მეტი არ უნდა ჰქონდეს, დიდი თანხა ბანკში უნდა შეჰქონდეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იმ დღესვე არ იღებენ, ამისთვის მეორე შეხვედრაა საჭირო.