რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ რკინიგზის მილიციამ შეიპყრო ყალბი სასურსათო ბარათების დამამზადებლები: კონსტანტინე ვლადიმერი ძე პანენკო და იოსებ ვლადიმერის ძე კოღანოვი. ისინი ციხეში გაგზავნეს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის საქონლის სადგურიდან 23 ტომარა სიმინდის ფქვილი გაიტანეს. ამ საქმეზე რკინიგზის მილიციამ შეიპყრო ამავე სადგურზე მომუშავე მწონავი სპირიდონ ჯავახიშვილი, უფროსი მუშა კასიანე მიქაშავიძე, ეზოს დარაჯი ვანო არობელიძე და სარგის ოთაროვი. მათ დანაშაული აღიარეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 მაისს სოფელ თხინალაში ყაჩაღთა ბრბოებმა მოკლეს სამი გვარდიელი ატენის ხეობიდან. მდგომარეობის გართულებით ისარგებლეს ყაჩაღებმა ტიგიშვილ-ქარქიშვილის მეთაურობით და სოფლების აწიოკება დაიწყეს. ატენის გვარდია ძველგვარდიელის, ილა ჩიხლაძის ხელმძღვანელობითი, ასევე ი. ლოთიშვილი, ლ. ნონიკაშვილი დაირაზმნენ მათ სადევნელად და შეეწირნენ ამ ბრძოლას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მარო ბეჟიაშვილისა და თამარა ივანიძის მიერ გამართული წარმოდგენიდან რედაქციამ 43 მან. მიიღო. გორის ფონდი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მევენახეთა და მეღვინეთა ყრილობის საბჭომ პროფესორ მელიქიშვილის თავმჯდომარეობით შექმნა კომისია ღვინის შესახებ კანონპროექტის შესამუშავებლად. პროექტმა ფალსიფიკაციასთან ბრძოლა უნდა გაითვალისწინოს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სვირის მილიციის უფროსმა შეიპყრო ღვინის ვაჭრები სიმონ ნიკოლოზის ძე ჯღამაძე და სტეფანე ალექსანდრეს ძე ტაბიძე, რომელთაც 90 000 მან. ყალბი ფული აღმოაჩნდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სვირის მილიციის უფროსმა შეიპყრო ფილიმონ ხიდაშელის შარშანდელი მძარცველები დავ. ჩხიკვაძე და ვ. კოხეიძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 6 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებამ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად გაეგზავნა „ჩემოს" წარმომადგენლები, რისთვისაც შექმნეს კომისია. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო (ნიკოლოზ) იოსების ძე ნიკოლაძე, წევრებად – ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ჯაყელი, პ. ი. ოგანეზოვი, ვ. დრენენი, გ. ე. ჯავახიშვილი, ბ. ა. პაპავა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, მწერალთა კავშირის ახალი საბჭო აპირებდა ხელოვნების სასახლეში დოსტოევსკისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვას, სადაც გრიგოლ რობაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ნიცშე და დოსტოევსკი“, ტიციან ტაბიძეს კი – „ლეგენდა დიდებულ ინკვიზიტორზე“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილმა რუსულად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებები და დასაბეჭდად გადასცა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ სახელმწიფო გამომცემლობას.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ხელოვნების სასახლეში „პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის“ გახსნას მიესალმა დავით კანდელაკი, სიტყვა წარმოთქვეს: სანდრო ეულმა და გრიგოლ საყვარელიძემ.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წელს ხელოვნების სასახლეში დაარსებული პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო სანდრო ეული.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ყანჩელმა პიესა „სიზმრები“ დაწერა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისს სოფელ ონტოფოს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ფედოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე იუწყება, რომ სასწავლებელმა სეფიეთში გამართა ფრონტის დღე წარმოდგენით და შემოსავალს უგზავნიან დანიშნულებისამებრ გადასაცემად.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 7 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა შალვა ქიქოძე ტუბერკულოზით გარდაცვალების შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ცირეკიძის რედაქტორობით ქუთაისში ჟურნალი „შვილდოსანი“ განახლდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სამთამადნო სამმართველოს კომისია (ხელმძღ. ინჟინერი ყიფშიძე), რომელმაც კვლევა-ძიება ჩაატარა სოფ. მუხროვანში, უჯარმაში, საცხენისში, მარტყოფში, ახალსოფელში, ნორიოში.