რეგისტრირებული ფაქტები90611
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასულის გაბუნიას ბენეფისი გაიმართა. წარმოდგენაზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხანუმა“ და ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 14 თებერვალს სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ მაქსიმეს ძე კანდელაკი (ნიკურაძე) გარდაიცვალა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 თებერვალს სანიტარულმა კომისიამ ბეგლარ კოჩაროვის მაღაზიაში 3 ფუთამდე გაფუჭებული ძეხვი, 10 გირვანქა გამოუსადეგარი ხმელი თევზი და 10 გირვანქა გაფუჭებული ლორი აღმოაჩინა. პოლიციამ უვარგისი პროდუქტი გადააყრევინა კოჩაროვს და მის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 თებერვალს ოთხშაბათს 8 საათზე ქართულ თეატრ „ბენეფისში“ უნდა ემღერა ნატალია მერაბის ასულ გაბუნია-ცაგარელს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ოლქის სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო თბილისის სასამართლო პალატამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასამართლომ კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანის სააპელიაციო საჩივარი განიხილა. მას ბრალდებოდა ექვთიმე მჭედლიძის მკვლელობა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 თებერვალს ნატალია მერაბის ასულის გაბუნია-ცაგარლის ბენეფისზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის თხზულება „დედა და შვილი“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა ნატალია მერაბის ასულის გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი, რომელზეც ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა აქვსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხანუმა“.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ჭავჭავაძემ კახეთში მდებარე თავისი მამული 150 000 მანეთად გაყიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი იყო მსახიობი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე იყო მსახიობი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასის მიერ წარდგენილ ჯიაკომეტის დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ მონაწილეობა მიიღო მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვი-აბაშიძისამ, რომელიც 16 წლის პატარა ქალის როლს ასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლის განცხადება, რომ 12 თებერვალს, ოთხშაბათს, 8 საათზე, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ წარმოადგენდნენ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“.

