საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წლის 23 მარტს გიორგი ყიფიანმა სხვავის მონასტერს მამული შესწირა.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წლის წერილს იოსტას წერეთელი ხელს აწერს, როგორც სხვავის მონასტრის გამგებლობის თანამდებობის აღმასრულებელი.

1841

ტიპი: თანამდებობა

1841 წელს პანტელეიმონ ჯაფარიძის გარდაცვალების შემდეგ სხვავის მონასტრის გამგებლობა მღვდელ-მონაზონ იოსტას წერეთელს დაეკისრა.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს იოსტას წერეთელი სხვავის მონასტრის უფროსი მღვდელ-მონაზონი იყო.

1827

ტიპი: თანამდებობა

1827 წლის 11 აგვისტოს იოსტას წერეთელი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1841

ტიპი: გარდაცვალება

1841 წლის 30 ოქტომბერს არქიმანდრიტი პანტელეიმონ ჯაფარიძე გარდაიცვალა.

1818

ტიპი: ავტორობა

1818 წლით დათარიღებულ სიგელში პანტელეიმონ ჯაფარიძე არქიმანდრიტადაა მოხსენიებული.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ქაიხოსრო აბაშიძემ სხვავის მონასტერს ერთი კასრი ღვინო შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომელმა კ. მარისოვმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 კაპიკი შესწირა.

1801

ტიპი: ღონისძიება

1801 წელს სოლომომ II-მ სხვავის მონასტერს შესწირა სოფელ ხამშში მდებარე ვენახი და ტყე.

1871

ტიპი: გარდაცვალება

1871 წლის 30 ოქტომბერს მაკარ ჯაფარიძე გარდაიცვალა. იგი სხვავის მონასტერში დაკრძალეს.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წლის 1-ელ აპრილს მიტროპოლიტმა დავით წერეთელმა მაკარ ჯაფარიძე ბერ-დიაკვნად აკურთხა.

1836

ტიპი: თანამდებობა

1836 წელს მაკარ ჯაფარიძე სოფრონ წულუკიძემ მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.

1800

ტიპი: ღონისძიება

1800 წელს დაბადებული მაკარ ჯაფარიძე სხვავის მონასტერში 10-12 წლისა მივიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ჭელიშის მონასტერში სამრეკლოს ასაგებად მიიწვიეს ცნობილი მშენებლები, ვასილ და ივანე ბერეკაშვილები.

1848

ტიპი: ავტორობა

მხატვარ ანტონ გეგელიძის მიერ 1848 წელს ჭელიშის მონასტერში მოხატულ ტილოს კანკელზე 33 წმინდანის ხატი იყო გამოსახული.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 14 ნოემბერს თეატრის აღმდგენელი კომიტეტის კრებაზე მ. ა. სუმბათაშვილი სააღმასრულებლო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბერს ნაძალადევის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა კოტე მესხის ისტორიული დრამა „თამარ ბატოხიშვილი“ ე. ჩიქოვანის, სოფიო გოგაშვილის, ი. გორგაძის, ვ. კუდახაშვილის, ა. კაციტაძის, ა. ომანიძის, გ. შავიშვილისა და ნ. ფარესიშვილის მონაწილეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ივნისს კავკასიის მთავარმართებლის თანამდებობის აღმასრულებელი ალექსანდრე ფრეზე კოჯორში წავიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი საყვარელიძის სტატია „კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის სასულიერო კონცერტი“.