რეგისტრირებული ფაქტები89392
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს წინარეხის სკოლის მასწავლებელმა, ივანე იოსების ძე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჯამაგირი სთხოვა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ფილიპე გურულმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა თოფის ლულის ნაჭერი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა და ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მამულის შეძენის საკითხის მოგვარება დაევალა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების ყდაში ჩასასმელად 31. 36 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა ჩამონათვალი იმ წიგნებისა, რომლებიც მას საზოგადოებისათვის შესწირეს: „სახარება“ „პალიმპსესტი“, „მარგალიტნი“, „მამათა სიტყვანი“, „საუკუნის მარხვანი“, XVI საუკუნის „საგალობელნი“, XVII საუკუნის „ზიარების ლოცვანი“ და XVIII საუკუნის „ხელთუქმნელი ხატის პარაკლისი“.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 16 ოქტომბერს სამსონ ყიფიანმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თუ გამგეობა მის მიერ მოთხრობად გადაკეთებული შექსპირის პიესების გამოცემას ითავებდა, თავად გადაიხდიდა საჭირო ხარჯებს, გაყიდული წიგნების მოგების ნახევარი კი საზოგადოებას დარჩებოდა.
1891
ტიპი: მფლობელობა
1891 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ქუთაისის სამღვდელოებამ გადასცა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო მაცხოვრის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ გადასცა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 1-ლ მაისს, ბიბლიოთეკის კომისიის დადგენილების მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რაფიელ ერისთავისთვის საზოგადოებისთვის დაპირებული ბიბლიოთეკის გადაცემა უნდა ეთხოვა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს სარევიზიო კომისიას „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ ანგარიშის შემოწმება არ დასჭირდა, რადგან ანგარიშს პერიოდულად იაკობ გოგებაშვილი ადევნებდა თვალყურს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს საქმისმწარმოებელმა იაკობ მანსვეტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიას მოთხოვნილი ცნობები და საბუთები წარუდგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
ელისაბედ როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, 1901 წელს მისთვის ყოველთვიური შესაწირი არ შეეწყვიტათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სტუდენტების – ერასტი ფაღავასა და ა. სულიკაშვილის – თხოვნა საზოგადოების სახელით სტუდენტთა ერთი ჯგუფის სასარგებლოდ სალიტერატურო დილის გამართვის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ არქიტექტორ სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილს ილია ჭავჭავაძის სახლის მუზეუმად გადაკეთების გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა დაავალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოლღა მაჭავარიანის თხოვნა შვილისთვის მოსკოვიდან დასაბრუნებლად დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ ჩუბინაშვილის თხოვნა შვილისთვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება აკაკი როსტომის ძე წერეთლისთვის ასი მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 5 სტუდენტს 25-25 მანეთი გადასცეს.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ნიკოლოზ ალექსის ძე მესხიევმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა დოქი, ჯამი და აბასთუმანში ნაპოვნი კოჭობი და ქოთანი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის მაისში ბაქოს ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1372 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის 172 მანეთი უნდა გადაეცათ, ქუთაისის გაბრიელის ბიბლიოთეკისთვის – 500.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

