რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ცაგერის მაზრის მცხოვრები, 27 წლის ეპიფანე ეფიმეს ძე ფრუიძე.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ცაგერის მაზრის მცხოვრები, 30 წლის შალიკო გუძას ძე ყურაშვილი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს ცაგერის მაზრის მცხოვრები, 40 წლის არქიფო გიორგის ძე ფრუიძე.
1893
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქრისტეფორე ჩხეტიანი დაიბადა 1873 წლის 11 მარტს ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრის დაბა ცაგერში.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1916 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 75-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ტარას ვაშაკიძემ დაიწყო სამხედრო სამსახური შავიზღვისპირეთის 149-ე ქვეით პოლკში.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს, ირანში ცხოვრების პერიოდში გიორგი მაზნიაშვილს ფინანსურად ცნობილი ქართველი მრეწველი და მეცენატი, აკაკი ხოშტარია ეხმარებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ქონიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლამდე გიორგი მაზნიაშვილი კაპიტნის წოდებით ირიცხებოდა ციმბირის მე-2 მსროლელ პოლკში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ გიორგი ქავთარაძე წავიდა ემიგრაციაში და საცხოვრებლად აირჩია პოლონეთი, რადგან მეუღლე პოლონელი ჰყავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში გიორგი ქავთარაძეს ეკავა სამხედრო სამინისტროს განსაკუთრებული განყოფილების უფროსის და სამხედრო სამინისტროს კანცელარიის უფროსის თანამდებობები.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, გიორგი ქავთარაძე მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო უწყების ცენტრალურ აპარატში.

