რეგისტრირებული ფაქტები91756
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელ ბიჭში“ ბარონერას როლი არ იყო მ. მძინაროვისას შესაფერისი და ამიტომ ვერ ითამაშა კარგად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს თავისი მეგობრებისთვის უნდა ეთხოვა, რომ კეთილსინდისიერად ეთამაშათ სცენაზე, კარგად მოემზადებინათ თავიანთი როლი, რადგან მათი მოუმზადებლობა ძალიან უშლიდა ხელს თავად აბაშიძის თამაშს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი (მოხევე) ნელ-ნელა წარმატებული ხდებოდა და თუ უფრო მეტს იშრომებდა, თეატრს დიდ სარგებელს მოუტანდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგს ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელი ბიჭი“ გენერალ მორენის როლი ცუდად არ უთამაშია, თუმცა როლი უკეთ რომ ესწავლა, უკეთესად შეძლებდა თამაშს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძის მიერ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელ ბიჭში“ ჟოზეფის როლის შესრულებისას დარწმუნდნენ, რომ მას დიდი ენერგია ჰქონდა, რომელიც ყოველდღიურად ორმაგდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა ბუნებისაგან ბევრი ნიჭით იყო დაჯილდოვებული და გონივრულად იყენებდა თავის უნარებს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს სხვა მსახიობებისაგან ფხიზელი ჭკუა-გონება, სხარტი აზროვნება, ესთეტიკის შეგრძნება და თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობა განასხვავებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისამ ღირსეულად შეასრულა ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელ ბიჭში“ ჟოზეფის როლი. მან პერსონაჟის ბუნებრივი და სიცოცხლით სავსე სახე დახატა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა დავით გიორგის ძე ერისთავის თარგმნილი ორმოქმედებიანი კომედია „პარიჟელი ბიჭი“ და სამმოქმედებიანი კომედია „სადავო მფლობელობა“. ორივე პიესა საკმაოდ ცნობილი იყო საზოგადოებისთვის.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სვიმონოვი თბილისის სამოქალაქო პოლიციის მე-5 განყოფილების ბოქაულის თანაშემწე იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვანო თეიმურაზოვი ფლობდა სამიკიტნოს.

