რეგისტრირებული ფაქტები80919
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N9 ცნობით, ოლქის სასამართლოს ბრალმდებელმა იუსტიციის მინისტრს შეატყობინა, რომ ქუთაისის ციხიდან სისხლის სამართლის ძალით დაჭერილი ბევრი ტუსაღი გაანთავისუფლეს. იუსტიციის სამინისტრო ქუთაისის აღმასრულებელ კომიტეტს ეკითხება როგორი წესით მოხდა მათი განთავისუფლება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 9 დაიბეჭდა „წერილი სამტრედიიდან“, რომელსაც ხელს აწერს „სამტრედიელი ქალი“. მისი ცნობით, კვირას 28 მაისს დ. სამტრედიაში ჩატარდა აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები, ასარჩევი იყო აღმასრულებელი კომიტეტის ოცდაერთი წევრი და მათი ექვსი კანდიდატი. კრების თავმჯდომარე გ. დუნდუას განცხადებით, არჩევნები იქნებოდა თავისუფალი, ფარული კენჭისყრით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ორივე სქესის სრულწლოვანი მოქალაქეები. მან გამოაქვეყნა რა უკვე შემუშავებული წევრთა და კანდიდატთა სია, დასძინა, რომ ეს პირები უნდა აერჩიათ. სტატიის ავტორის აზრით, ეს არ ნიშნავს ძალდაუტანებელ და თავისუფალ არჩევნებს, ამას გარდა გამოქვეყნებულ სიაში არცერთი ქალი არ იყო დასახელებული, ამიტომ ის ქალებს მოუწოდებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 8 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N9 დაიბეჭდა ექიმ ა. მაჭავარიანის წერილი რედაქტორ კატო მიქელაძის მიმართ „ქალთა სწორუფლიანობისათვის“ ამავე გაზეთის შესახებ, რომელიც იბრძვის არა მარტო ქართველი ქალების უფლებებისათვის, არამედ ზოგადად ყველა ქალისთვის განურჩევლად ეროვნებისა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 8 დაიბეჭდა განცხადება, რომ 1-ლი სექტემბრიდან ოზურგეთის მაზრის სოფელ საჭამიასერში იხსნებოდა ოთხკლასიანი სასწავლებელი. მოწაფეებს მიიღებდენ გამოცდით, რისთვისაც საჭირო იყო მომზადება. ადგილობრივმა ინტელიგენციამ გაითვალისწინა ეს და შეადგინა მოსამზადებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: ს. რამიშვილი, დ. თევზაძე, არკადი ხუნდაძე, მ. დუდუჩავა, სილოვან ყენია. ბავშვების მომზადება 5 ივნისიდან დაიწყებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ ცნობით, იტალიის იუსტიციის მინისტრმა ეტორე საკიმ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ქალებისთვის ყოველგვარი მოქალაქეობრივი უფლების შეზღუდვის გაუქმების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ ცნობით (რედაქტორი კატო მიქელაძე), აპრილის პირველ რიცხვებში რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს დეპუტატების თათბირმა პეტროგრადში დაამტკიცა, რომ დამფუძნებელი კრება იქნებოდა საყოველთაო კენჭისყრით, განურჩევლად სქესისა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 გაზეთ „რ. სლოვოზე“ დაყრდნობით აქვეყნებს სამხედრო მინისტრ ა. კერენსკის სიტყვას კიევში, რომელიც ამბობს, რომ ზოგიერთი კავკასიელი ხალხის განცხადებით, ისინი მეფესთან პირადი ხელშეკრულებით იყვნენ დამოკიდებულნი, დღეს კი არ ცნობენ ახალ მთავრობას და მეზობელთა ჟლეტა დაიწყეს. გაზეთი წერს, რომ ახალ მთავრობას უნდობლობასა და წინააღმდეგობას ყველაზე ნაკლებად კავკასიელი ხალხი უცხადებს და თანაც მათ შორის არავითარი ჟლეტა არ ყოფილა. არსებული ხელშეკრულება ეხება ქართველ ხალხს და საქართველოს და სოციალისტი კერენსკი პატივით უნდა მოპყრობოდა მას.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N8 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გაზეთ „რ. ს.“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ იურიდიული თათბირის განსახილველად ახალ მთავრობასთან წარდგენილია დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ პროექტი, რომლის ძირითადი დებულება მოითხოვს დამფუძნებელი კრების წევრები არჩეული იქნენ საყოველთაო, პირდაპირი, ფარული და თანასწორი ხმით განურჩევლად სქესთა პროპორციული არჩევნების სისტემით. არჩევნებში მონაწილეობით სარგებლობს რუსეთის ყველა მოქალაქე ქალ-ვაჟი 20 წლის ზემოთ. არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ადმინისტრაციული მთავრობის წარმომადგენლები, მათი თანაშემწეები, მილიციაში მოსამსახურენი, სულიერად ავადმყოფები, ყრუ-მუნჯები და სასამართლოს მიერ ღირსებააყრილები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ივნისს, პარასკევს, დაბა ყვირილაში გაზეთის რედაქტორი კატო მიქელაძეს უნდა წაეკითხა ლექცია „რა უნდა მისცეს ქალებს დამფუძნებელმა კრებამ“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N 8 ცნობით, 3 ივნისს ქ. ბათუმის ქართველობა ვალერიან გუნიას იუბილეს უმართავდა.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N8) ცნობით, ქუთაისში დააპატიმრეს ჯარისკაცი ფაღავა, რომელსაც მოპარული იარაღი აღმოაჩნდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N8 ფსევდონიმით „ჰარიეტ...“ დაიბეჭდა წერილი „რამოდენიმე სიტყვა ჩვენს უნუგეშო მდგომარეობაზე“, რომელშიც ავტორი საუბრობს ქალთა უნუგეშო მდგომარეობაზე და ახსენებს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ N6-ში გამოქვეყნებულ „პროლეტარი ქალის“ წერილს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 1-ელი ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N8) იუწყება, რომ 4 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ქალთა სამკითხველოში კატო მიქელაძე ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის წევრებისთვის წაიკითხავს ლექციას ქალთა საკითხების შესახებ.