საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წელს გამოცემულ ნაშრომში „რაჭა“ თამაზ ბერაძე ნიკორწმინდის კათედრის დაარსებას 1544 წლით ათარიღებს.

1983

ტიპი: თანამდებობა

1983 წელს დავით შიოს ძე მინდელი სორის სამრევლო ეკლესიის მღვდელი იყო.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წელს ნათელა ალადაშვილმა გამოაქვეყნა მონოგრაფია „ნიკორწმინდის რელიეფები“.

1762

ტიპი: განათლება

1762 წელს დაბადებულმა მღვდელმთავარმა სოფრონ წულუკიძემ სასულიერო განათლება ნიკორწმინდის ტაძარში მიიღო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 ნოემბერს სახალხო თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ალექსანდრე სუმბათაშვილის დრამა „ღალატი“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ლადო მესხიშვილის მონაწილეობით „კრეჩინსკის ქორწინება“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „არარაობა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლო მიწიშვილის თხზულება „საით მივდივართ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „დაჭრილი შველი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახალხო სახლში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ VIII ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოსო ჟივიძის წერილი „სახალხო თეატრი ქ. თბილისში“.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 10 ნოემბერს ხარფუხის სახალხო აუდიტორიაში ხარფუხის სცენისმოყვარეთა წრის სხდომაზე თეოფილე კეკელიძე გამგეობის წევრად აირჩიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ იოსებ ივანიძის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „მეგობრობა“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ნოემბერში ნიკოლოზ გვარაძე ქუთაისის დრამატულ დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას სტატია „ცრიატი სილამაზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ავლაბრის სახალხო თეატრში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ნინო დავითაშვილის, ვალერიან გუნიას, ანდრია მურუსიძის და სხვ. მონაწილეობით „პატარა კახი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 17 ნოემბერს სახალხი სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით პიესა „ქვის მთლელი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ანასტასია კაპანაძისამ დაწერა პიესა „სოფლის მახინჯი ინტელიგენცია“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „ურიელ აკოსტა“ ვლადიმერ მესხიშვილის, ნინო დავითაშვილის, პავლე ფრანგიშვილის, ვალერიან შალიკაშვილის, ანდრია მურუსიძის და სხვ. მონაწილეობით.

1931

ტიპი: ავტორობა

გიორგი ბოჭორიძემ რაჭის ეკლესია-მონასტრების ჯვრების, ხატების, ფრესკების წარწერების, ხელნაწერ წიგნთა მინაწერების დეტალური შესწავლისა და გაანალიზების შედეგად შექმნა ვრცელი ნაშრომი „რაჭის ისტორიული ძეგლები“, რომელიც „საქართველოს მუზეუმის მოამბის“ 1931-34 წლების ნომრებში დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

სარგის კაკაბაძეს 1912 წელს გამოცემულ ნაშრომში „სჯულმდებელი ბაგრატ კურაპალატი“ მოყვანილი აქვს ცნობები ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს შესახებ.

1785

ტიპი: თანამდებობა

მერაბ კეზევაძე სოფრონ წულუკიძის ნიკორწმინდლად აღსაყდრების თარიღად 1785 წელს მიიჩნევს.