რეგისტრირებული ფაქტები92525
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალი-აბკარ-აბდულ-რახმან-ოღლი თბილისში ფლობდა ხილის საწყობს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პრაკოფი შესტაკოვი იყო უნტერ-ოფიცერი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე არღუთინსკი-დოლგორუკოვს თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების ბოქაულმა უჩივლა, რომ ეზო მოუწესრიგებელი და უსუფთაოდ ჰქონდა, რის გამოც მე-4 განყოფილების მომრიგებელმა მოსამართლემ ხუთდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ დადიანი საქართველოს სინოდის წევრი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არქიმანდრიტი გრიგოლ დადიანი ახლად დაარსებული გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 8 მარტს პოლიციამ დააკავა ლაგოდეხიდან გამოქცეული ვლადიკავკავის 124-ე პოლკის ჯარისკაცი რადიონ ბელაევი, რომელიც კომენდანტის გამგეობას გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით გაიმართა ქართული ენის მესვეურთა თათბირი სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხების შესახებ.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 7 მარტს ივანე ბეზრუკოვს, ზაქარია ნათაძეს, ალექსანდრე ვერონინსა და მიხეილ შუშაბერიძეს 2 ფუთის ოდენა ძველი თაობის იარაღის ტყვიები აღმოუჩინეს და დააკავეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 მარტს პოლიციის მე-10 განყოფილებაში მორიგე უნტერ-ოფიცრის პრაკოფი შესტაკოვის ოთახიდან გაიტანეს ვერცხლის საათი და სხვადასხვა ნივთები, სულ 110 მანეთის ღირებულების. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ახალციხის განყოფილების დირექტორად დაინიშნა მაზრის უფროსი ნიკოლოზ მესხიევი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტების დირექტორად თელავში დაინიშნა იაგორ ოსკანოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა თათულოვი.
1886
ტიპი: თანამდებობა
რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის 1886 წლის 6 მარტის ბრძანებით, ციხეების სამზრუნველოს საზოგადოების დუშეთის განყოფილების დირექტორად დაინიშნა სოლომონ ზანდუკელი.

