რეგისტრირებული ფაქტები85276
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 სექტემბრის „ერთობის“ ცნობით, ბაქოდან თბილისში სასწრაფო მატარებლით ჩამოვიდნენ აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ნარიმანოვი, საგარეო საქმეთა კომისარი ჰუსეინოვი და საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანი რწმუნებული კიროვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის განყოფილების გამგე გიორგი ევგენის ძე სპაგოროვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის მემანქანე ლიდია პეტრეს ასული კოშჩენელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის მცველი ივანე შანისი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 სექტემბერს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია პროვინციაში მოგზაურობას აპირებდა, რათა პირადად გასცნობოდა, როგორ მუშაობდნენ მართვა-გამგეობის ორგანოები, როგორ მიმდინარეობდა მთავრობის რეფორმები, რათა მოესმინა ხალხის მოთხოვნები. პირველი მარშრუტი დაახლოებით ასეთი იყო: თბილისი, სართიჭალა, სიღნაღი, გურჯაანი, წინანდალი, თელავ-ყვარელი, შემდეგი მოგზაურობა კი განზრახული იყო დუშეთისა და გორის მაზრებში.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის მცველი დომენიკე სილიბისტროს ძე კიუბერი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის მცველი დიმიტრი გრიგოლის ძე ზემლიანსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი მარინე ივანეს ასული ბალუევისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი მარიამ გიორგის ასული ლევიცკისა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 31 აგვისტოს სოფ. სამებაში (ქობულეთის რაიონი) სისხლის სამართლის მილიციის უფროსმა ფაჩულიამ აჭარელი ბანდის მეთაური კინკინ ზადე და მისი ამხანაგები — ნური გოგიტიძე და იზმაილ გოგიტიძე დაიჭირა. დატუსაღებულები თბილისში გააგზავნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების მინისტრის 1918 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, შტატის შემცირების გამო სამსახურიდან დაითხოვეს კავკასიის მუზეუმის თანამშრომელი მინა გრიგოლის ასული მირზოევისა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „ერთობაში“ თბილისის მეორე რაიონის (ერთობის უბნის) სახალხო გვარდიის შტაბი იუწყება, რომ 1920 წლის 28 აგვისტოს აბასთუმანში გარდაიცვალა შტაბის ყოფილი წევრი და მდივანი, გვარდიელი გიორგი გუგუშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 2 სექტემბრის „ერთობა" ოზურგეთის რაიონული კოლექტივის ს.ს.დ.მ.პ. კოლექტივის მოწინავე მუშაკის სამსონ საყვარელის ძე მენაბდის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ წერდა.
1928
ტიპი: გარდაცვალება
1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმის სკოლის გამგე გასპარიანცი სომხებმა მოკლეს.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმში კ. დ. მაჭავარიანის შემდეგ სკოლის გამგედ გასპარიანცი დაინიშნა.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა ბათუმიდან ბახვში გაგზავნილი წერილით გიგო შარაშიძეს ალექსანდრე მგელაძის ავადმყოფობის შესახებ შეატყობინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის მოხსენებები იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა საქართველოს მევენახეობის ხსნა განადგურებისგან.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ იგი სასამართლოში არ გამოუძახებიათ. შეატყობინა, რომ მიხეილ ალშიბაიას საქმე გართულდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აპრილს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და გ. ა. წინამძღვრიშვილი მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკს შეხვდნენ სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გასარკვევად. თათბირს დაესწრო კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილიც. მინისტრმა ყველა საკითხზე აღუთქვათ დახმარება.