საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89518

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის მანუსკრიპტების რიცხვში აღმოჩნდა ძველისძველი ეტრატზე ნაწერი წიგნი: „სალიტურგიო კონდაკი“ სრული კალენდრით და სვინაქსარი, რომელიც ფისელის (აწყურის მახლობლად) ღვთისმშობლის მონასტრის საკუთრებას შეადგენდა. ეს აღაპები მთლიანად ჩართული იყო მარი ბროსეს 1829 წელს გამოცემულ წიგნში „Chroniqe Georgienne".

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 3; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ სტატიაში „შრომა ევროპიელთ მსწავლულთა, განსაკუთრებით ბროსსესი, ქართულის საისტორიო წყაროების გამოკვლევაში“ დ. ბაქრაძე წერდა: „აზიურმა საზოგადოებისთვის“ (დაფუძნდა პარიზში 1822 წელს) ცნობილი იყო, რომ ვახტანგის „ქართლის ცხოვრება“ ინახებოდა რომში, ვატიკანში.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დაბეჭდვის შესახებ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მეჯლისისა და საერთო კრების შესახებ განცხადებების დაბეჭდვის თანხა გაზეთ „კავკაზის“ რედაქციისთვის გაეგზავნათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, რომ გიორგი საძაგლიშვილის თხოვნის საფუძველზე სოფელ ვანათის სკოლა სახელმძღვანელოებითა და საკითხავი წიგნებით მოემარაგებინათ.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ბიბლიოთეკის შენობის თანამფლობელისგან მისი წილის ნახევარ ფასად შესყიდვის თაობაზე უარი განაცხადეს.

1883

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1883 წლის 28 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში წერილთან ერთად „გლეხთა განთავისუფლების პირველ- დროების სცენების“ და „კაცია ადამიანის“ გამოცემები გაუგზავნა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 24 თებერვალს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ლექციების შესახებ“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 თებერვალს გრიგოლ არწრუნის თეატრში ნატო გაბუნიას ბენეფისზე ილია ჭავჭავაძის „მაჭანკალს“ და „დედა და შვილს“ წარმოადგენდნენ.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 22 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზნაურო ბანკის 1883 წლის 1-ელი იანვრისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 20 თებერვალს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ვიწროობა“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 17 თებერვალს გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და რამდენიმე ლექსი.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 16 თებერვალს თბილისის მუდმივი თეატრის სცენაზე პირველად წარმოადგენდნენ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილ შექსპირის პიესას „მეფე ლირს“, რომელშიც მთავარ როლს კოტე ყიფიანი ითამაშებდა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 16 თებერვალს ზაქარია მაჭავარიანმა ილია ჭავჭავაძესთან გაცნობის მიზნით რომანოზ ფანცხავა მიიყვანა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 15 თებერვალს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმის“ დასასრული. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ჩვენი ჟურნალ-გაზეთების საქმის“ დასაწყისი. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 10 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ დავით სარაჯიშვილის სახლში ქართული მწერლობის მოყვარულთა წინაშე პოემა „განდეგილი“ წაიკითხა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 9 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა არტურ ლაისტის წერილის „მივიწყებული ლიტერატურა“ თარგმანი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 8 თებერვალს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „სამღვდელობაზედ“ გამოქვეყნდა. ტექსტი ილიას სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 5 თებერვალს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ილია ჭავჭავაძის სტატია „ერთი სახსართაგანი ჩვენში მეურნეობის წარმატებისთვის“ გამოქვეყნდა. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1883

ტიპი: გარდაცვალება

1883 წლის 5 თებერვალს ზე­მო კრი­ხის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელ­ი ბესარიონ მიქელის ძე ნასრაძე გარდაიცვალა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2) დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“, ლორენცო ბენონის წერილები, თარგმანი ელენე მამულაშვილისა (გაგრძელება) და ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „ორ-ენა და ქუჩე“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2) დაიბეჭდა გიორგი თუმანიშვილის სატატია „ზემსტვო“, ანუ ერობა“, რომელშიც ავტორი აღწერს თვითმმართველობის როლს და სიკეთეს საზოგადოებაში: „არჩეული პირი საზოგადოების მსახურია, ყურადღებას აქცევს ყველა კანონდარღვევას. აქ კრიტიკა თავისუფალია და მოუფერებელი“ – წერდა ის.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 2) დაიბეჭდა ესტატე იოსელიანის კრიტიკული წერილი წინა წლის მარტის ნომერში გამოქვეყნებულ ფრანგი ისტორიკოსის – ერნსტ რენანის პუბლიკაციაზე „რა არის ნაცია?“

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N2; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ წერილში „ჩვენი პედაგოგიის ნაყოფი“ განხილულია რუსული ენის პირველდაწყებითი კურსი, შედგენილი გ. კალანდარიშვილის მიერ. მეშვიდე გამოცემა ნაწილობრივ შეცვალა და გადაამუშავა იაკობ გოგოებაშვილმა.