რეგისტრირებული ფაქტები88191
სორტირება თარიღი კლებადობით
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 17 ივნისს სოფ. დარკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ დავითის ძე ბაქრაძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ მიიღო ზაქარია ჭიჭინაძის წინადადება, მისგან ნახევარ ფასად შეეძინათ მისგან წიგნები.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 10 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს ბათუმში სკოლების მდგომარეობის შესწავლა დაევალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 7 ივნისის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული ეკატერინე გაბაშვილის სტატიის მიხედვით, ქართველი ქალები შეჩვეულები არ იყვნენ საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობას.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სექტემბრისთვის თბილისისა და ბათუმის სკოლების გახსნის საკითხი განიხილეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დააკმაყოფილა საეკლესიო გალობის აღმდგენი კომიტეტის თხოვნა, ყოველთვიური დახმარება მიეცათ მელქისედეკ ნაკაშიძისათვის, რომელიც მსურველებს გალობას უფასოდ ასწავლიდა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის ივნისში ეკატერინე გაბაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას დაესწრო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 1-ელ ივნისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური სხდომაზე საზოგადოების მუშაობის პირველი წლის ანგარიში განიხილეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძის რეჟისორობით ქართულმა დრამატულმა დასმა ახალი პიესის მომზადება დაიწყო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მაისს სასულიერო სემინარიაში მე-6 კლასის მოსწავლეთა გამოცდას დაესწრნენ ეგზარხოსი პალადი და მამა ნიკანორი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პირველი წლის მუშაობის ანგარიში დაამტკიცეს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვა დაგეგმეს.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 15 მაისისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველ ჯგუფს წარმოადგენდნენ: საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ყიფიანი, თავმჯდომარის ამხანაგი ილია ჭავჭავაძე და წევრები: ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, რაფიელ ერისთავი, მ. ე. წერეთელი, თევდორე ჟორდანია, ივანე გამყრელიძე, გიორგი თუმანიშვილი, იონა მეუნარგია, გ. კ. უთურგაური.
1880
ტიპი: ავტორობა
1879 წლიდან 1880 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალი 16746 მანეთი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1880
ტიპი: ავტორობა
1879 წლიდან 1880 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გასავალი 3102 მანეთი იყო. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

