საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86461

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას გვამი ესტატე ჭიაბეროვმა იპოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეზე ესტატე ჭიაბეროვი დაკითხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეზე სტეფანე ავთანდილოვი დაკითხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეზე ეფემია ზუევი დაკითხეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ეფემია ზუევი მრეცხავი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი მარტის „დროებაში“ კალამიძის სტატია „სადიდმარხო ფელეტონური ქადაგება“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი ყარსში იმყოფებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველი მარტის „დროებაში“ ანდრეევსკის მკვლელობის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე მომრიგებელი მოსამართლე ილია წიამძღვრიშვილი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი მარტის „დროებაში“ კალამიძის სტატია „სადიდმარხო ფელეტონური ქადაგება“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეს მელიქ ბეგლიაროვი იძიებდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, მელიქ ბეგლიაროვი გამომძიებელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ბარბარე თუმანოვისა ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეში მოწმე იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი მარტის „დროებაში“ ალექსანდრე შიუკაშვილის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე შიუკაშვილი (პუკია) სახალხო განათლების მოღვაწე იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, ქეთევან ორბელიანი ნინო ანდრეევსკისას მკვლელობის საქმეში მოწმე იყო.

1878

ტიპი: გარდაცვალება

1878 წლის პირველი მარტის „დროების“ ცნობით, გიგლო ჯორჯაძე სახადით გარდაიცვალა.

1878

ტიპი: გარდაცვალება

1878 წლის მარტში გრანევსკი სვანეთში მოკლეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 თებერვლის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 თებერვლის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის ფელეტონის „ბაზრის სცენები“ II ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, შევჩენკოს გემი, რომელიც ფოთში თევზითა და მარილით დატვირთული შემოვიდა, ცუდმა ამინდმა ნაწილებად დაშალა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, შევჩენკო ვაჭარი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ავტორისა და მთარგმნელის მიუთითებლად ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჯურა იაკშიჩის მოთხრობის „შვილი მოხუცებულის გამზისა“ მესამე ნაწილი გამოქვეყნდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის განცხადება, რომ გაზეთ „Обзор“-ში გამოქვეყნებული წერილის „ადგილობრივი პრესა“ საპასუხოდ დაწერილი სტატიის „ფიქრი და შენიშვნა“ გაგრძელება ცენზურის გამო აღარ დაიბეჭდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 თებერვლის „დროებაში“ დავით ღამბაშიძის სტატია „ზემო იმერეთი“ დაიბეჭდა.