საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93101

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ბენია ჩხიკვიშვილი აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად ფარულად დაბრუნდა საქართველოში.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს დახვრიტეს სერგო გაჩეჩილაძის ორი ძმა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ვლადიმერ ბურჯანაძე დახვრიტეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის იანვრამდე გერასიმე ფირცხალაიშვილი მეტეხის ციხეში იჯდა. ამხანაგები ციხეში ყოფნის დროსაც სახიფათო საქმეებს ანდობდნენ და ისიც მშვიდად და მოხერხებულად ასრულებდა, ციხიდან გამოსვლისთანავე კი კვლავ ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის იანვარში იუსტინე (ნიკო) შარაშიძე ამხანაგებთან ერთად პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან გამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისში, შემდეგ – ჭიათურაში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის იანვარში იუსტინე (ნიკო) შარაშიძე მეტეხის ციხიდან გამოვიდა და მაშინვე დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისში, მერე – ჭიათურაში, სადაც აჯანყების დროს ახალგაზრდების მებრძოლი რაზმის მეთაური იყო და მონაწილეობდა გამოსვლებში.

1924

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია მდივანი 1924 წლამდე ხელმძღვანელობდა პარიზში შექმნილ ლტოლვილთა კომისიას, რომელიც შემდეგ სამთავრობო კომისიას შეუერთდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ვასილ გაბაშვილი თავიდან გაიწვიეს ჯარში.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ჯალათების სისხლიანი ხელი მისწვდა შორეული ჩრდილოეთის, სუზდალის, ციხეში მსხდომთ. ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი და სხვ., რუსეთის ტიალ ველებში დახვრიტეს.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ჯალათების სისხლიანი ხელი მისწვდა შორეული ჩრდილოეთის, სუზდალის, ციხეში მსხდომთ. გოგიტა ფაღავა, ვასო ნოდიას, გიორგი წინამძღვრიშვილს და ქართველი ერის სხვა საუკეთესო შვილები რუსეთის ტიალ ველებში დახვრიტეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის იანვარში ლადო გიორგობიანი ციხიდან გაათავისუფლეს. აჯანყების წინა დღეებში თბილისის ახალგაზრდობა მის ირგვლივ დაირაზმა ბრძოლის მოლოდინში, მაგრამ თბილისში ბრძოლა არ გაიმართა. ლადო ბავშვივით ტიროდა, რომ ვერ შეძლო ბრძოლაში მონაწილეობა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 35 წლის ლევან სიმონის ძე აბაშიძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სიღნაღის მაზრის მცხოვრები, 32 წლის შალვა დავითის ძე აბაშიძე.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის ანტირუსული და ანტიბოლშევიკური აჯანყების მომზადების პერიოდში გიორგი ფურცელაძე „სამხედრო ცენტრის“ ბათუმის ნაწილს მეთაურობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გიორგი ფურცელაძე დააპატიმრა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ გიორგი ფურცელაძე დახვრიტა. მისი საფლავი არ არსებობს.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სართიჭალის რაიონის მცხოვრები, 30 წლის დოსიფე ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლიდან იოსებ გედევანიშვილი კომუნისტური პარტიის წევრი გახდა და მუშაობა დაიწყო სხვადასხვა სახელმწიფო და სამეურნეო თანამდებობებზე.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აჯანყების დროს სოლომონ ყარალაშვილს დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდლის თანამდებობა ეკავა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

სოლომონ ყარალაშვილი 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ დახვრიტეს.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს ალექსანდრე ზაქარიაძეს ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 30 დეკემბრის ღამეს მენშევიკებმა ორი გასროლით მოკლეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე (ტყვიები მოხვდა თავისა და გულის არეში). გვამი იპოვეს მტკვრის პირას, ბორნის ახლოს. გარდაცვლილი 1924 წლის 3 იანვარს, სამ საათზე, გამოასვენეს საკუთარი ბინიდან (პლეხანოვის ქ. N129).