საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93101

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოთა ყრილობამ კომფრაქციის სახელით კენჭი უყარა ივანოვ-კავკასიელის მიერ წარმოდგენილ პრეზიდიუმის კანდიდატთა სიას. პრეზიდიუმში აირჩიეს 29 ამხანაგი: მიხა ცხაკაია (თავმჯდომარე), ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე, ელიავა, გეგეჭკორი, ვანო სტურუა, ქართველიშვილი, კახიანი, ლომინაძე, სუხიშვილი, ლაკობა, ხიმშიაშვილი, ჯატიევი, მამულია, დოლიძე, ლორთქიფანიძე, პარმენ წულუკიძე, ქურდაძე, შაბანოვი, იუსუფ ბერიძე, თენგიზ ჟღენტი, ფარნიევი, გედევანიშვილი, დავითიანი, პაპიაშვილი, მელაძე და ჭეიშვილი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 29 დეკემბერს ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე დააპატიმრეს თბილისში, ი. დაჩინსკის ქუჩის N106-ში. მას ბრალად ედებოდა ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფში არალეგალური მუშაობა.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 29 დეკემბერს დაკავებულ ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძეს ჰყავდა მშობლები: მამა, გალაქტიონი – 49 წლის, ოქრომჭედელი; დედა, მელანია – 47 წლის, ოჯახის დიასახლისი, მცხოვრებნი თბილისში, დაჩინსკის ქუჩა N106-ში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 28 დეკემბერს იაკობ ფანცხავა საქართველოს კომუნისტური პარტიის კანდიდატი გახდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის დეკემბერში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი უკვე პარიზში ცხოვრობდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 20 ნოემბერს ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დააკავეს. მას დაკავებისას ჩამოართვეს რევოლვერი N26, საფულე და ორი სხვა ნივთი.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებულ ვასილ გიორგის ძე კაპანაძეს ჰყავდა: მამა, გიორგი – 54 წლის; დედა, ანასტასია – 50 წლის, დიასახლისი; და, ბარბარა – 22 წლის; ძმები: ნიკოლაი – 23 წლის; დავითი – 25 წლის, მცხოვრებნი თბილისში.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე სტუდენტი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე ზეინკლად მუშაობდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბერს ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის საზეიმო გახსნაზე იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას მოახსენა უნივერსიტეტის რექტორმა ტაკოევმა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, უნივერსიტეტს მხოლოდ ორი ფაკულტეტი ჰქონდა - საზოგადოებრივ-პედაგოგიური და საბჭოთა-პარტიული. არსებობდა მოსამზადებელი განყოფილებაც.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში 243 ვაჟი და 43 ქალი ირიცხებოდა. საზოგადოებრივ-პედაგოგიურ ფაკულტეტზე - 89 კაცი, პარტიულ საბჭოთა ფაკულტეტზე - 128, ხოლო მოსამზადებელ განყოფილებაზე - 69. ქართულ ჯგუფში 20 კაცი იყო, თურქულში - 28, ხოლო რუსულში – 21. რესპუბლიკების მიხედვით სტუდენტთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: აზერბაიჯანის 86 მოქალაქე, სომხეთის - 43, საქართველოს - 128. ეროვნების მიხედვით: ქართველი - 56, სომეხი - 89, თათარი - 47, რუსი - 52, სხვა მცირე ერთა წარმომადგენელნი - 35. ენის ცოდნის მიხედვით: ქართული ენის მცოდნე - 67, სომხური ენის მცოდნე - 83, თათრული ენის - 88 კაცი. ასაკის მიხედვით სტუდენტების ორ მესამედზე მეტი 18-25 წლისანი იყვნენ.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ფიზიკური, ქიმიური, გეოლოგიური და გეოგრაფიული ლაბორატორიებისთვის ხელსაწყოები და მასალები გერმანიაში იყო შეკვეთილი, რიმლებიც ჯერ არ იყო ჩამოსული. ამ გარემოებამ უნივერსიტეტის მუშაობა დააბრკოლა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუნივერსიტეტის რექტორი ტაკოევი წინადადებით გამოდიოდა მისასალმებელი დეპეშები გაეგზავნათ რ. კ. პ. ცეკას, ლენინის, სტალინის და აზერბაიჯანის ცაკას მდივნისთვის, აგამალი ოღლისთვის.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, პირველი მისასალმებელი სიტყვა მიასნიკოვმა წარმოთქვა, რომელიც ხაზს უსვამდა ა./კ. კომუნივერსიტეტის მნიშვნელობას ადგილობრივი ერებისთვის.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ორჯონიკიძე ა./კ. კომ. უნივერსიტეტს პროლეტარულ ინტელიგენციის მომამზადებელ დაწესებულებად თვლიდა, რომელიც ხელს შეუწყობდა ფართე მასებში კლასიური პროლეტარული იდეოლოგიის ჩამოყალიბებას.

1923

ტიპი: ღონისძიება

ა./კ. კომ. უნ-ის სახელით სიტყვა წარმოთქვა ეგიაზაროვმა, რომელიც გამოსთქვამდა რწმენას, რომ მომავალ წლისთვის სტუდენტთა რიცხვი უნივერსიტეტში გაორკეცდებოდა და მრავალ მომზადებულ მებრძოლს გამოუშვებდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

საღამოს მე-2 ნაწილი შეიცავდა ოქტომბრის ექვსი წლისთავის დღესასწაულს. უნივერსიტეტში საკუთარი ძალებით წარმოდგენილ იქნა სასცენოდ გადაკეთებული სოსნოვსკის ფელეტონი „კონიოკ-გარბუნოკი“ რომელიც ოქტომბრის რევოლუციისადმი იყო მიძღვნილი. წარმოდგენა დიდი ხალისით ჩატარდა. დასასრულს სტუდენტებისა და სტუმრებისთვის ამხანაგური ვახშამი გაიმართა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, თბილისში, ერმოლოვის ქ. N6-ში 26 კომუნარის(კომისრის) სახელობის ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი გაიხსნა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბერს მხოლოდ ფორმალურად გაიხსნა კომუნივერსიტეტი, ფაქტიურად კი ის 1923 წლის მარტის პირველი რიცხვებიდან არსებობდა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სწრაფი სამუშაოები მიმდინარეობდა უნივერსიტეტის ფიზიკური, ზოოლოგიური, ბოტანიკური, გეოგრაფიული და სხვა სახეობის ლაბორატორიების მოსაწყობად. მათი ნაწილი დასრულებული იყო და უნივერსიტეტთან ერთად გაიხსნებოდა. ასევე იხსნებოდა უნივერსიტეტის უმდიდრესი წიგნსაცავი, რომელსაც აკადემიური სამკითხველოს სახით „26 კომუნარების“ სახელობის კარგად მოწყობილი ვეებერთელა დარბაზი ჰქონდა. უნივერსიტეტში იყო დასასვენებელი სამკითხველო-დარბაზიც დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საზღვარგარეთული ლიტერატურით, ლამაზად მორთული კლუბი, თეატრი და სხვ.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, უნივერსიტეტის აკადემიური მხარე სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო. მეცადინეობა უმთავრესად ლაბორატორიებში მიმდინარეობდა. მუშაობის სიმძიმის ცენტრი გადატანილი იყო სტუდენტების თვითმოქმედებაზე, ლექტორები კი თანასწორთა შორის ხელმძღვანელის როლს ასრულებდნენ.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, უნივერსიტეტში ორი ფაკულტეტი – საზოგადო პედაგოგიური და საბჭოთა პარტიული ფაკულტეტი ფუნქციონირებდა. ასევე არსებობდა ნაციონალური მოსამზადებელი ჯგუფებიც.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამიერკავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალურად გახსნის დღეს „ოცდაექვსელებმა“ დადეს ფიცი, რომ უმაღლესი პარტიული სკოლიდან მარქსისტული ცოდნით შეარაღებიულნი გამოვიდოდნენ.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამიერკავკასიის უნივერსიტეტის კომუჯრედი თბილისის ორგანიზაციის ერთ უძლიერეს უჯრედად ჩაითვალა. კომუჯრედში 175 წევრი და კანდიდატი იყო. კავშირის წევრთა რიცხვი 115-ს აღწევდა.