რეგისტრირებული ფაქტები85126
სორტირება თარიღი კლებადობით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 20 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს პეტერბურგიდან შეატყობინა, რომ თბილისის ბანკის წესდება 1-ელ იანვრამდე წარედგინებოდა სახელმწიფო საბჭოს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძემ ახალი ბიბლიოთეკა დააარსა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის კომისიამ სიმონ აბაშიძეს 3000 თუმანი გირავნობის ხელშეკრულების გარეშე ასესხა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 13 ნოემბერს თბილისის სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ნ. ახვლედიანმა საქონლის მოვლის ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
1873
ტიპი: ნასამართლეობა
1873 წლის 13 ნოემბერს ქუთაისის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული ბეჟან მესხის გადამალვაში ეჭვმიტანილი ლუარსაბ ჭიჭინაძის საქმე განიხილა და მას ყველა ბრალდება მოუხსნა.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1873 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ალექსანდრე ერისთავისგან ფული ისესხა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა პეტერბურგში შექსპირის „მეფე ლირის“ მეორე მოქმედების თარგმნა დაასრულეს.
1873
ტიპი: მფლობელობა
1873 წლის 26 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ქართველების კრიტიკით გამორჩეულ რუს პუბლიცისტსა და გამომცემელს, მიხეილ ნიკიფორეს ძე კატკოვს, სოხუმის მახლობლად დიდძალი მამულები შეუძენია.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 26 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომმა მალიავინმა ზაალ ჭავჭავაძის მამული 3000 მანეთად შეისყიდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სამოქალაქო გამგეობაში საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელშიც იასონ თუმანოვი, ნაპოლეონ ამატუნი, გიორგი ევანგულოვი და ფიოდორ გერშელმანი მონაწილეობდნენ.