რეგისტრირებული ფაქტები89840
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივლისისათვის თბილისის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ: ი. ე. სტეპანოვი, ვ. ნ. მალჩევსკი, კ. მ. პულკოვსკაია, ა. ვ. შელესტოვი, ა. ე. თარხანოვა, ს. ს. მოლოჟავი, პ. ვ. პოზნიაკოვი, ა. ბოგატირევი, დ. იაშვილი, გ. აბდულიანცი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა არჩილ ვლადიმერის ძე მაჭავარიანის, გიორგი ონისიმეს ძე მელითაურის, ვლადიმერ ვასილის ძე მზარეულაშვილის, ალექსანდრე ივლიანეს ძე ნიკოლაიშვილის, კალისტრატე ნესტორის ძე ნიჟარაძის, ილია დავითის ძე ნუცუბიძის, გიორგი ანდრიას ძე ნამორაძისა და მარიამ გიორგის ასულ პარკაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 18 ივლისისათვის თბილისის რეალურ სასწავლებელში პედაგოგებად მუშაობდნენ: შ. კ. აკოფოვი, ნ. ს. ნიჟარაძე, ა. ა. პოლად-ზადე, ს. ა. კოლმანოვა, ფ. ი. ზეიმანი, ა. ვ. ზახაროვი, ა. ნ. რაგოზინი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს წინარეხის სკოლის მასწავლებელმა ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ივანე აბრამის ძე მერაბიშვილის წინარეხის სკოლიდან წინამძღვარიანთკარის სკოლაში გადაყვანა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ელენე სააკოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 12 წლის ვაჟის სწავლისთვის ყოველწლიურად 15 მანეთი სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს გალაკტიონ ტაბიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნივერსიტეტში სწავლისთვის სტიპენდია სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო ფული შეიტანა ნიკოლოზ ქართველიშვილმა.მისი თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, ვალერიან ლორთქიფანიძე და პეტრე მირიანაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აგვისტოს განათლების სამინისტრომ თბილისის რეალურ გიმნაზიას მებაღე ანტონ ფრუიძისთვის სპეციალური თანხიდან 200-მანეთიანი დახმარების გამოყოფა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საზოგადოების წევრობის სურვილი განაცხადა და საწევრო შეიტანა ილია ალხაზაშვილმა. მისი თავმდებნი იყვნენ: შიო დედაბრიშვილი, პეტრე მირიანაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ალექსანდრე მიქაბერიძე.

