საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90459

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, გენერალ-გუბერნატორი ნიკოლოზ ვასილის ძე კლეიგელსი, ფინლანდიის საქმეების მინისტრად დაასახელეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, კანისა და ვენსნეულებათა ექიმი მ. ი. მურადოვი პაციენტებს რტიშცევსკის ქუჩა N 1-ში იღებდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 ოქტომბრის „დროებაში“ მ. შამხალაშვილის სტატია „საინგილო“ დაიბეჭდა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 12 თებერვლის „ცნობის ფურცელი“ მაქსიმე ანდრიას ძე ალანიას გარდაცვალებას იუწყება. პანაშვიდი 13 თებერვალს, ქ. თბილისში, რიყეზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 მარტს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილის ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ერისთავი ალექსანდრე ბიძინას ძე ერისთავის ძმისწული იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს ქაშვეთის ტაძარში პოლკოვნიკ კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1924

ტიპი: ღონისძიება

არტემ იაკობიძე აჯანყებაში მონაწილეობას იღებდა თოფით ხელში ქალაქ ჭიათურაში 1924 წლის 28 აგვისტოს 8 საათიდან.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს აჯანყების ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, არტემ იაკობიძეს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული სომხების წინააღმდეგ ომში.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს აჯანყების ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, არტემ იაკობიძე იყო შეძლებული გლეხი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული არტემ იაკობიძე საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს აჯანყების ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, არტემ იაკობიძე 1918 წლიდან სოციალისტ-რევოლუციონერი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს არტემ იაკობიძე სოფელ ითხვისში ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 29 წლის არტემ იაკობიძე დააპატიმრა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ანდრო ცომაიას აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ანდრო ცომაია ცხოვრობდა თბილისში, კიროჩნის N 65-ში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ცომაია საგანგებო სამეულმა გაათავისუფლა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ანდრო ცომაია ჭიათურის რკინიგზის გამგე იყო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 32 წლის ანდრო ცომაია დააპატიმრა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს შორაპნის მაზრაში დაპატიმრებული ივანე ჩუბინიძე საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში გაგზავნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აჯანყებისას ივანე ჩუბინიძე დაიჭრა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყების ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ივანე ჩუბინიძემ წერა-კითხვა იცოდა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს აჯანყების ბრალდებით დაკავებულთა სიის თანახმად, ივანე ჩუბინიძე იყო გლეხი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს შორაპნის მაზრაში აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ივანე ჩუბინიძე ყოფილი გვარდიელი იყო.