რეგისტრირებული ფაქტები80052
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 მარტს, 20. 20 საათზე ამიერკავკასიის რკინიგზის საშუალო სამედიცინო პერსონალის კავშირის თავმჯდომარე სემიონოვმა თბილისიდან ტელეგრამა გაუგზავნა სამედიცინო სამმართველოს კომისარ ექიმ მახვილაძეს. ის სრულიად უჭერდა მხარს კავკასიის საზოგადოების მიერ ექიმების დამხმარეებისთვის განკუთვნილ დადგენილებას და კანონპროექტს სკოლის ფელდშერების უფლებების ლეგალიზაციის შესახებ. ტელეგრამას ხელს აწერდა მდივანი ბოკერია.
ტიპი: ავტორობა
სახელმწიფო მზრუნველობის კომისარის სახელზე 1918 წლის 14 მარტს გაიგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც კავკასიის ჯარის დემობილიზაციის გამო, ექიმები, რომლებიც საერთო გაწვევისას მსახურობდნენ , ეხლა განთავისუფლებულნი არიან საქმიანობისგან და უნდა დაუბრუნდნენ თავიან მუდმივ სამუშაოს. შესამჩნევი ეპიდემიის ზრდის გამო ,გუბერნიისა და სამხარეო კომისარიატებმა სამედიცინო პუნქტებს უნდა მოთხოვონ, შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩაითვლებიან, როგორც სამსახურის დამტოვებლები.ამ წერილს ხელს აწერენ სამედიცინო სამმართველოს კომისარი ვლადიმერ მახვილაძე და საქმთა მმართველი მმართველი ფ, ფეხნერი
1916
ტიპი: ღონისძიება
პოლკოვნიკმა სიმონ ესაძემ ფილმ „ქრისტინეს“ (1916-1919 წლები) გადასაღებად კინოოპერატორი ალექსანდრე შვუგერმანი მიავლინა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს სიმონ ესაძე კავკასიის სამხედრო შტაბის სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსი იყო.
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე წუწუნავას განცხადებით, ოპერატორთან ჩხუბის შემდეგ ისინი „ხაზეინმა“ შეარიგა.
1920
ტიპი: ავტორობა
1940 წლის 5 თებერვლის გაზეთ „კომუნისტში“ რეჟისორმა ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავამ განაცხადა: „ფილმ „ქრისტინეზე“ მომუშავე ოპერატორი სრულიად უვიცი გამოდგა. ჩემი თხოვნა, ზოგიერთი რამ უფრო მსხვილად გადაეღო, უყურადღებოდ დასტოვა. ამაზე ჩვენ დიდი ჩხუბი მოგვივიდა და სოფელ აჭში ოპერატორი თავისი აპარატით მაღლობიდან ჩამოვაგორე“.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს, როგორც მალაქია ტოროშელიძის აღიარებიდან ირკვევა, ნოე ჟორდანიას ბლოკს „საქართველოს ნაციონალური ცენტრი“ ბუდუ მდივანი კარპო მოდებაძის დახმარებით დაუკავშირდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916-18 წლებში გადაღებულ ფილმში „ქრისტინე“ თამაშობდნენ გრიგოლ ფრონისპირელი, ვასო არაბიძე, სოფიო ყიფშიძე, ბაბო როსტომაშვილი, მარგარიტა გოგოლიშვილი, ცეცილია წუწუნავა. მასობრივ სცენებში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი მსახიობი: ვასო აბაშიძე, ნიკო გვარაძე, სოსო ჟივიძე, თანდილა გაჩეჩილაძე, სოსო თარალაშვილი, პავლე ფრანგიშვილი, ვიქტორ მატარაძე, ილია ზურაბიშვილი და გიორგი იორდანიშვილი.
1919
ტიპი: ავტორობა
რეჟისორი გერმანე გოგიტიძე მოგონებებში ფილმზე „ქრისტინე“ (1919 წ.) წერს, რომ ქრისტინეს როლში მისი კანდიდატურა იყო ანეტა ქიქოძე, ქრისტინეს უბადლო შემსრულებელი ქართულ სცენაზე. ალექსანდრე წუწუნავა კი მოითხოვდა, არჩევანი სრულიად შეუფერებელ აბელოვას ქალზე შეჩერებულიყო. გოგიტიძის აზრით, ამის გამო ფილმმა წააგო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 ივლისს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ იტყობინება, რომ „ქრისტინეს“ ეკრანზე გადასაღებად კინემატოგრაფის ერთმა ცნობილმა ფირმამ მიმართა ალექსანდრე წუწუნავასა და ალექსანდრე ახმეტელს, რომელთაც ეს საქმე იკისრეს. მათ განუზრახავთ „ქრისტინეს“ სურათები ადგილობრივ გადაეღოთ (გურიასა და ტფილისში, ორთაჭალაში).
1900
ტიპი: მფლობელობა
1897-1900 წლებში მიხეილის პროსპექტისა და ქსენიას ქუჩის კუთხეში ვაჭარ ფრიდრიხ ვეტცელის დაკვეთით სასტუმრო „ვეტცელი“ აშენდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
თეატრის პატრონმა და სცენის თავდავიწყებით მოყვარულმა გერმანე გოგიტიძემ 1918 წლის სეზონისათვის მიიწვია ბათუმის დრამატული საზოგადოების მსახიობთა დასი, რომელსაც მეთაურობდა ვალიკო შალიკაშვილი. დასი სისტემატურად ივლიდა ოზურგეთში და ყოველ შაბათ-კვირას წარმოდგენებს გამართავდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლ. ვ. დემბსკის, კურიერის შტაბის თანამშრომლის, ხელფასი იყო 2485 რუბლი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს იანინა დანილეს ას. გეგეჩკორს ეკავა რეგისტრატორ-მემანქანის თანამდებობა დამთვლელ განყოფილებაში, მისი ხელფასი იყო 2680 რუბლი.