რეგისტრირებული ფაქტები85184
სორტირება თარიღი კლებადობით
1872
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეფემია გრიგოლის ასული გიორგიევი დაიბადა 1872 წლის 29 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 28 იანვარს სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე გარდაიცვალა
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 27 იანვარს ტობანიერის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იოსებ თომას ძე ავალიანი გარდაიცვალა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 25 იანვრის “დროების” ცნობით, მუშთაიდის ბაღში მომხდარი ჩხუბის გამო პოლიციამ ლევან მელიქიშვილი და მისი მეგობრები დააპატიმრა.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 22 იანვარს სოფ. გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი დავით სიმონის ძე დოღონაძე გარდაიცვალა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 21 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსი კვალიაშვილისა და ნიკოლოზ ყიფიანის ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი დაინტერესებულ პირებს სადავო და სამსჯავრო საქმეების წარმოებას სთავაზობდნენ სასამართლოს ყველა ინსტანციაში.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 15 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, პროფესორმა დავით ჩუბინიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრა დატოვა და მის მოვალეობას ალექსანდრე ცაგარელი ასრულებდა.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წლის 9 იანვარს ნიგორზღვის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გაბრიელის ძე გოგიტაძე გარდაიცვალა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო ზურაბ ანტონოვის კომედიის „ქმარი ხუთი ცოლისა“ პრემიერა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო დიმიტრი ყიფიანის მიერ ქართულად თარგმნილი მილიერის კომედიის, „ძალათ ცოლის შერთვევინების“ პრემიერა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს გრიგოლ არწრუნის რედაქტორობით გამოიცა ახალი სომხური გაზეთის, „მშაკის“, პირველი ნომერი.
1872
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1872 წლის 2 იანვარს ახაშენში დაიბადა.