რეგისტრირებული ფაქტები89326
სორტირება თარიღი კლებადობით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორ სერგეი სტრელეცკის გადაწყვეტილება, რუსული სწავლების სისტემა ჩაენაცვლებინათ ქართულით, მიუღებელი აღმოჩნდა ინსპექტორ ლიხაჩოვისთვის.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოსაზრება განათლების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, კი ის სასულიერო პირების მეუღლეების გაუნათლებლობაზე საუბრობდა. მისი თქმით, საქართველოში არ მოიძებნებოდა ორი-სამი სასულიერო პირი, რომელთაც ნასწავლი მეუღლეები ჰყავდათ, რაც თავისთავად ცუდ ზეგავლენას ახდენდა სასულიერო წოდების მამრობით სქესზე.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორ სერგეი სტრელეცკის თანაშემწე ზაქარია ხითაროვი, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით ქართველი არ იყო, კარგად ჰქონდა შეთვისებული ქართული ენა და მისთვის მნიშნველოვანი იყო ქართული პროგრამით ეხელმძღვანელათ სკოლებში.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია, რომლის თანახმად თბილისის გუბერნიის სკოლების დირექტორმა სერგეი სტრელეცკიმ სოფლის სკოლების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მან პირველ რიგში შეცვალა პოზიცია და რუსული სახელმძღვანელოები ჩაანაცვალა ქართულით, რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს დიმიტრი მუსხელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.
1879
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1879 წლის მოქმედების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ ალექსი ჭიჭინაძეს ქუთაისის სააზნაურო მოსამზადებელი სკოლის ზედამხედველობა მიანდო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ალექსანდრე ეპისკოპოსმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 300 მანეთი შეიტანა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის ივნისში რაფიელ ერისთავმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა თავისი გალექსილი „იგავ-არაკნის“ 250 ეგზემპლარი.
1879
ტიპი: მფლობელობა
1879 წლის ნოემბრიდან კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თავისი ქარხანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლის ავეჯის დასამზადებლად დაუთმო.
1879
ტიპი: თანამდებობა
გრიგოლ გველესიანი წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით ქუთაისის გამგეობის წევრი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს სერაპიონ დადუნაშვილი ჟენევის ქართული სამკითხველო-წიგნსაცავის საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
ზაქარია ედილაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის 65 მანეთი გაუგზავნა. ეს თანხა შეგროვდა საინგილოში გამართულ ქართულ-რუსული წარმოდგენაზე.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს კონსტანტინე იასეს (იოსების) ძე ფავლენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძე გორის მაზრის აგენტი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების დამხმარე წევრი, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველ სენაკში სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველი იყო.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, სოფიო წულუკიძისა საზოგადოების დამხმარე წევრი იყო.

