რეგისტრირებული ფაქტები80102
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ოთხმა მძარცველმა ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე შეფელის აფთიაქის გაძარცვა სცადა. ორი მათგანი გვარდიელებმა შეიპყრეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ბოროტმოქმედებმა ბარუხა იბრაგიმოვის სამანუფაქტურო მაღაზია გაძარცვეს და 60.000 მანეთის ნივთები წაიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მე-8 ყრილობაზე აგრარული საკითხი განიხილეს. მომხსენებელი იყო ნოე ხომერიკი. ყრილობის დიდ უმრავლესობას შეადგენდნენ დელეგატები, რომელთაც მისალმების დეპეშები გაუგზავნეს გერმანიის სოციალ-დემოკრატებს, ინტერნაციონალსა და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, თბილისში ბაქოელი ანტრეპრენიორი პ. ამირაგო ჩამოვიდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საკათალიკოსო საბჭომ გადაწყვიტა, რომ 17 ნოემბერს ახლად არჩეული არქიმანდრიტი ნაზარიოსი მცხეთის მიტროპოლიტად ეკურთხებინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს პროფესორი კოგოროვი საექიმო-სასანიტარო განყოფილებიდან თელავის მაზრის სოფელ ახალსოფელში გაგზავნეს, რათა იქ გაჩენილი საეჭვო ავადმყოფობა ბაქტეოროლოგიურად გამოეკვლია და საჭირო ზომები მიეღო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით ქალაქის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ქალაქის ფინანსური მდგომარეობისა და მოსამსახურეთა ჯამაგირის საკითხი განიხილეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს პეტრე ესიკოვსკის ცირკში გამართულ მიხა ცხაკაიას ლექციაზე, რომელიც დიდ მიტინგად იქცა, ბოლშევიკებმა საპროტესტო მანიფესტაციის გამართვა მოინდომეს, რასაც ქაოსი მოჰყვა. სიტუაცია გენერალ-გუბერნატორ გიორგი მაზნიაშვილის ბრძანებით განიმუხტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ნოე ჟორდანიამ გახსნა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა წარმომადგენლების კონფერენცია, რომელსაც დაესწრნენ აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი ჯაფაროვი, ვექილოვი, მთიულთა მთავრობის თავმჯდომარის ამხანაგი კოცევი და მთიელთა ფინანსთა მინისტრი ჯაბაღიევი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 30 აპრილს, 22 საათზე, გიმნაზიის ქუჩაზე მოკლეს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ თანამშრომელი გ. მ. პავლოვი. მკვლელობის მიზეზი უცნობია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 3 მაისის „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს მთავრობასთან აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენლად დაინიშნა ინჟინერი ვექილოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში გამართულ მთავრობის სხდომაზე კავკასიის ერთა კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლებად აირჩიეს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და გარეშე საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ზესტაფონის ქალაქის საბჭოზე კ. ბუაჩიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი შემცირებული იყო, ამიტომ ახლად გაქალაქებული ზესტაფონის საჭირო ხარჯით უზრუნველყოფას ვერ შეძლებდნენ.
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს შესდგა კრება უმთავრეს სახელოსნოს, ტელეგრაფის სახელოსნოს, უმთავრეს მასალის საწყობის და თბილისის დეპოს პროფესიონალურ კავშირის სექციებისა, რკინის გზის მთავარ სახელოსნოს ყოფილ ადგლობრივ აღმასრულებელ კომიტეტის შენობაში. მთავარი საკითხი იყო უმთავრეს სახელოსნოს სექციის პრეზიდიუმის და სარაიონო გამგეობის და მისი პრეზიდიუმის წევრთა არჩევნები. კრება გახსნა ამხ. მიხეილ ძამანაშვილმა
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახლად დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ე. ლორიას თავმჯდომარეობით გამართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის მესამე რაიონული კოლექტივის სხდომის დღის წესრიგში იყო: კომიტეტის მოხსენება, დილის გამართვა, ბუგდან ყაზაროვის მოხსენება და კოლექტივის განცხადება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს პირველი ციხის ტუსაღებმა ფანჯრის გისოსი გადახერხეს და გაიქცნენ. მათთან ერთად გაიქცა ციხის დარაჯი კონსტანტინე მიქაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მუსულმანთა წარმომადგენელმა სალი გაიდარ კარაევმა პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა. მიზეზად დაასახელა ქართული ენის უცოდინარობა და ის, რომ საკუთარი თავისა და ამომრჩევლის მოტყუება არ უნდოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს მათიკაშვილის თავმჯდომარეობით გამართული დიდუბის სამოქალაქო კომიტეტის კრების დღის წესრიგში იდგა ადგილობრივი სამოქალაქო სასადილოს შემოსავალ-გასავლისა და დიდუბის რაიონის სანიტარული მდგომარეობის განხილვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სახალხო სახლში გამართულ მუშათა ყრილობაზე პროლეტარების ბელადმა ირაკლი წერეთელმა ქვეყნის წარსულსა და იმ პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანიაც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით საქართველოს პარლამენტში გამართულ სხდომაზე დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება განიხილეს. მომხსენებელი იყო ალექსანდრე ლომთათიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის საბჭოს კრებაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის კონფლიქტის საკითხი. ა. ლომთათიძემ კრებას წაუკითხა ყველა საბუთი, რომლებიც მთავრობას კონფლიქტის შესახებ ჰქონდა მიღებული, მათ შორის გენერალ მიხეილ ციციშვილისა და სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის, რ. ი. კაჩაზნუნის დეპეშა. დადგინდა, რომ ორივე რესპუბლიკა მზად იყო საზღვრების საკითხის უიარაღოდ მოსაგვარებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს პოლკოვნიკ მილოვს სასტუმრო „ანგლეტერში“ ორმა მძარცველმა პირი აუხვია და რვა ათასი მანეთი გასტაცა.