რეგისტრირებული ფაქტები80080
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მისალმებისა და მილოცვის წერილები მოუვიდა ახალქალაქიდან (ერობის თავმჯდომარე ფაჩულიასგან), სიღნაღიდან (ერობის თავმჯდომარე ახმეტელაშვილისგან) და სოხუმიდან (ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთაგან).
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს კონსულმა ოდესაში ევსეი უშვერიძემ მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სტანისლავ პატეკის მადლობის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევსეი უშვერიძე სიცოცხლის ფასად იცავდა პოლონეთის მოქალაქეებს ბოლშევიკური ტერორისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თამბაქოს სარეალიზაციოდ და პურის საქმის მოსაგვარებლად საზღვარგარეთ გაიგზავნა მთავრობის წარმომადგენელი ქავთარაძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყა, რომ ცნობილი ყაჩაღი იესე პერტაია გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს. ასევე მოკლულია ყაჩაღი კალენიკე ჭანკვეტაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება ბათუმის ქართველ მუსლიმანთა სახელით დეპეშით მიულოცა საქართველოს მუსლიმთა განმათავისუფლებელი კომიტეტისა და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ ბეგ აბაშიძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას შეხვდნენ საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური კავკასიაში დე ნონანკური, რომელმაც მთავრობის მეთაურს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა, სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოვანეს თუმანიანი და თბილისში მყოფი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.
1920
ტიპი: ავტორობა
საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით გამართულ დამფუძნებელი კრების საზიმო სხდომას მიმართა მთავრობის თავმჯდომარემ და განაცხადა: „დასავლეთი თუ აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს... ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ევგენი გეგეჭკორმა ჩიჩერინის საპასუხოდ უარი განაცხადა სამხედრო ჩარევაზე რუსეთის სამოქალაქო ომში, რადგან ეს ქართველ ხალხს დიდ გაჭირვებაში ჩააყენებდა და რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებას არევდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ზეიმზე შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართეს ნოე რამიშვილმა, აკაკი ჩხენკელმა, ნოე ჟორდანიამ და ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა უორდროპმა.
1920
ტიპი: ავტორობა
ევგენი გეგეჭკორმა მიიღო ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, უორდროპის გამოგზავნილი ბარათი, რომელშიც ის წერს: „თქვენო აღმატებულებავ! მაქვს პატივი გაუწყოთ, ლორდმა კერზონმა მთხოვა თქვენ გაგიცხადოთ, რომ მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინადადება მიეცა ეცნოთ de facto საქართველოსა და ადერბაიჯანის რესპუბლიკები. ეს წინადადება მიღებულ იქნა უკამათოდ საფრანგეთისა და იტალიის მთავრობათა თანხმობით“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 იანვარს გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა ნოე რამიშვილის განცხადება მისი სამხედრო მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 იანვრის გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ აკაკი ჩხენკელთან საუბარი გამოაქვეყნა, სადაც იგი საქართველოსთან ევროპის დამოკიდებულების საკითხს მიმოიხილავდა და აღნიშნავდა, რომ ევროპული სახელმწიფოები ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი სახელმწიფოების სასიცოცხლო მომავალში სულ უფრო რწმუნდებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ჟორდანიასთან და ოლქის სასამართლოს პროკურორ კანდელაკთან ერთად თბილისის მეორე ციხე დაათვალიერა. მან პირადად დაიარა საკნები და მიიღო განცხადებები პატიმრებისგან.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ნოე რამიშვილმა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დელეგატების ყრილობაზე ტექნიკური ძალების არქონის პრობლემაზე ისაუბრა, რაც აფერხებდა არა მარტო პროფესიულ განათლებას, არამედ სახელმწიფო შემოქმედებასაც. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაკლი ახლო მომავალში გამოსწორდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თბილისში გაიხსნა სრულიად საქართველოს მასწავლებელთა ყრილობა, რომელზეც 120-მდე დელეგატი გამოცხადდა. ყრილობას განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი დაესწრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იუსტიციის სამინისტროს განკარგულებით მოხსნეს მეფე ალექსანდრე მეორის ბიუსტი, რომელიც იდგა სასამართლო უწყების შენობაში.
1920
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა იოსებ ანტონის ძე ლომოურმა სამაზრო ერობებს საავადმყოფოების მოთხოვნილების შესაბამისად შეკითხვები დაუგზავნა და მიუთითა, რომ ევროპის მაგალითის თანახმად, ერობებმა ყოველ 15000 მცხოვრებზე 15 საწოლიანი საავადმყოფოების დაარსებისთვის უნდა იზრუნონ. გარდა ამისა, სამაზრო ცენტრში უნდა იყოს 30 საწოლიანი საავადმყოფო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს იოსებ ანტონის ძე ლომოური ერობათა კომიტეტის სამედიცინო განყოფილების გამგე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ილია ლომიძე სასოფლო-სამეურნეო ჟურნალის „მეურნე“ რედაქტორად მიიწვიეს.