რეგისტრირებული ფაქტები86624
სორტირება თარიღი კლებადობით
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 19 სექტემბრიდან თელავის სამღვდელო ყრილობის თავმჯდომარე მღვდელი ლაზარე ტურაშვილი იყო.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 17 სექტემბერს გაზეთ „Тифлисский вестник“-ში დაბეჭდილ კერძო შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოების წევრთა სიაში ილია ჭავჭავაძეც იყო მოხსენიებული.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 15 სექტემბერს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად ნიკოლოზ მთვარელიშვილი აირჩიეს.
1875
ტიპი: გარდაცვალება
1875 წლის 9 სექტემბერს სოფ. მაქათუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი პაატას ძე ოყროშიძე გარდაიცვალა.
1875
ტიპი: გარდაცვალება
1875 წლის 19 აგვისტოს ბარეულის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი სიმონ გიორგის ძე გვენცაძე გარდაიცვალა.
1875
ტიპი: გარდაცვალება
1875 წლის 6 აგვისტოს ვანის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი სიმონ ნიკოლოზის ძე ახვლედიანი გარდაიცვალა.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 19 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს პალატაში ნაფიც ვექილად დანიშვნის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875 წლის 16 ივლისს თბილისის საოლქო სასამართლოს საერთო კრებამ დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა, სასამართლო პალატის ნაფიც ვექილად მიეღოთ.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 4 ივლისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიც ვექილად დანიშვნა სთხოვა. მას უკვე ჰქონდა მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება.
1875
ტიპი: გარდაცვალება
1875 წლის 25 ივნისს სალომინაოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი თომა გრიგოლის ძე მებურიშვილი გარდაიცვალა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის შემდეგ კიევის გიმნაზიის დასრულებამდე დავით კლდიანშვილი ყოველ ზაფხულს სტუმრობდა საქართველოს.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წელს დავით კლდიაშვილი მშობლებმა საზაფხულოდ კიევიდან სამშობლოში წამოიყვანეს.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 22 აპრილს საზაფხულო თეატრის სცენაზე გამართულ სალიტერატურო საღამოზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა „კაცია-ადამიანი?“, „მგზავრის წერილები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 22 აპრილს დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავისა და სხვათა მონაწილეობით თბილისის საზაფხულო თეატრის სცენაზე სალიტერატურო-მუსიკალური საღამო გაიმართა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 4 აპრილს დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის მონაწილეობით სალიტერატურო-მუსიკალური საღამო გაიმართა.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 4 აპრილს ქართული სცენის სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზე“, გრიგოლ ორბელიანის „ონიკოვის დარდებს“ და დიმიტრი ყაზბეგის „მავნე სულებს“.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ ელისაბედ ჭავჭავაძე და ალექსანდრე საგინაშვილი საგურამოში დაპატიჟა, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე და იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძეც ჰყავდა მიწვეული.
1875
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1875 წლის მარტში ილია ჭავჭავაძესა და ივანე ბაგრატიონ-მუხრანელს უთანხმოება მოუვიდათ.
1875
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1875 წლის მარტის დასაწყისში ეკატერინე გურამიშვილსა და დიმიტრი სტაროსელსკის მეოთხე ვაჟი, ვსევოლოდი, შეეძინათ.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძე სახლ-კარისა და მოსავლის დასახედად საგურამოში ავიდა.

