რეგისტრირებული ფაქტები85194
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N19 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრის განკარგულებით კერძო წერილებსა და ტელეგრამებზე სამხედრო ცენზურა დაწესდებოდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N19 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 8 აგვისტოს საზღვაო სამინისტროს მმართველი ვ. ი. ლებედევი სამსახურიდან გადადგა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ (N19) სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნ. ნ. ავინოვი დამფუძნებელი კრების არჩევნების საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ფონდის „ხმა ქართველი ქალისა“ სასარგებლოდ მაგდანა მგელაძემ შესწირა 5 მანეთი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N18) ცნობით, მარიამ ექვთიმეს ასულმა მიქაშავიძემ გაზეთის სასარგებლოდ შესწირა 10, მარიამ ივანეს ასულმა ჯაფარიძემ – 5 მან.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, მილიციის უფროსმა, პორუჩიკმა ივ. ჟღენტმა პასუხისგებაში მისცა ჯ. ჯორჯიკია, აკაკი ფაღავა და ექიმი ჩხენკელის მეუღლე. მილიციის მიერ შედგენილი ოქმით, მათ ბრალი ედებოდათ მილიციის წინააღმდეგ აგიტაციაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 10 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N18 ცნობით, 9 აგვისტოს მიწას მიაბარეს დიდი მოღვაწის, გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის ცხედარი. გასვენებას დაესწრო საქართველოს ყველა კუთხისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.