საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81451

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ალექსანდრა ილიას ასულმა გვახარიამ 5 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა არჩილ გორგაძის წერილი რედაქტორისადმი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სვიმონ ყიფიანმა პიესა „ხულიგანი“ დაწერა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მიხეილ ქიმერიძემ 25 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას იულია ივანეს ასულმა ზუბალოვისამ 10 მანეთი შესწირა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ოქტომბერში ვასილ აბაშიძე გასტროლებზე იყო ქუთაისში.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ წერა საკმაოდ ადრე დაიწყო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „რჩევა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ეკატერინე გაბაშვილის კორესპონდენცია „ქართლიდამ, აგვისტოს 20-ს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სიღნაღელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „სიღნაღი, აგვისტოს 26-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ მღვდელ ალექსი შარაბიძის წერილი „ხმა სამღვდელოების მდგომარეობაზე“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი პეტრე ჩარექოვის წერილისა „ახალი სამართალი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში ანტონ ფურცელაძის რომან „მაცი ხვიტიას“ დასასრული გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში სტეფანე ძიმისტარაშვილის ლექსი „მეგობრისადმი“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში იოსებ მამაცაშვილის მიერ თარგმნილი თხზულება „მონების ცხოვრებიდამ“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში ანტონ ფურცელაძის ლექსი „მითხარი ჩემო ნეტარებავ“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ბიბლიოგრაფია“ მცირე ენების შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი შილერის დრამა „ფიესკოს შეთქმულობა“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში დიმიტრი ბაქრაძის ნარკვევი „საქართველოს მდგომარეობა შემდეგ დაყოფისა“ გამოქვეყნდა.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს შიო არაგვისპირელი ვარშავაში დააპატიმრეს მის მიერ ჩამოყალიბებული იქაურ ქართველთა წრის მოქმედებების გამო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 13 სექტემბერს ჟურნალ „მნათობის“ ივნისისა და ივლისის ერთ წიგნად გამოცემულ ნომერში გიორგი წერეთლის ნარკვევი „ვინ სტყუვის“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „ქუთაისის ბანკის მდგომარეობა” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „დროებაში” დიმიტრი ჯანაშვილის კორესპონდენცია „საინგილოდგან, 11 სექტემბერს” გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მალე ახალი რუსულენოვანი გაზეთი „Тифлисскiй вьестникь“ გამოიცემოდა, რომლის რედაქტორი კონსტანტინე მიხეილის ძე ბებუთოვი იქნებოდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „დროებაში” სერგეი მესხის წერილი „სასულიერო სემინარია ქუთაისში” გამოქვეყნდა.