რეგისტრირებული ფაქტები89432
სორტირება თარიღი კლებადობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მომავალ აგვისტოში გაიმართებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 19 ივნისს სერგეი მესხი, გაზეთ „დროების“ რედაქტორი, შეხვდა აჭარის მთავარს, შერიფ ახმედის ძე ხიმშიაშვილს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე პაპუაშვილი ნაბახტევის საზოგადოების მამასახლისი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 ივნისის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ყველა მოთხრობა შეაგროვა, რომ შემდეგ ცალკე წიგნად დაებეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისში ჩატარდა კენჭისყრა დრუჟინისთვის, რომელსაც ვახტანგ ორბელიანი და კოტე აფხაზი ზედამხედველობდნენ.
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 15 ივნისს წედისის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იოსებ დავითის ძე მაისურაძე გარდაიცვალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 ივნისის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავის მიერ შედგენილ მცენარეთა ლექსიკონს კავკასიის სამეურნეო საზოგადოება ხელმეორედ ბეჭდავდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 13 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისში, „ცენტრალური წიგნის მაღაზიაში“ ბარბარე ჯორჯაძის „სამზარეულო წიგნი“ 10 შაურად იყიდებოდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე სამურზაყანოს მაზრისა და პოლკის უფროსი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე მამაცოვი „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავმა „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ კომიტეტს გიორგი ერისთავმა საწევრო თანხა 10 თუმანი და რუსულ ენაზე დაბეჭდილი წესდების 800 ეგზემპლიარი საჩუქრად გამოუგზავნა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 10 ივნისის „დროების“ ცნობით, სერგეი სტრელეცკიმ მასწავლებელთა საერთო კრების შესახებ, რომელიც აგვისტოს ბოლოს გაიმართებოდა, სოფელში მოღვაწე პედაგოგებს წერილით აცნობა.

