საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილია ბადრიძის განცხადებით, 1911 წელი მან გაატარა არალეგალურად, სხვისი პასპორტებით, რის შემდეგაც იგი გაემგზავრა ბაქოში.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ილია (ილიკო) გიორგის ძე ბადრიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903/1904 (ზუსტი თარიღი უცნობია) ილია ბადრიძე გოლოვინის პროსაპექტზე გამართული დემონსტრაციის მედროშე იყო.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია ბადრიძე დაახლოებით 17 წლის ასაკში გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში.

1909

ტიპი: განათლება

1909-14 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს შევიდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი დაიბადა ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში 1889 წელს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის რევოლუციის შემდეგ კონსტანტინე ანდრონიკაშვილი პარიზიდან თელავში დაბრუნდა.

1913

ტიპი: განათლება

1913-1914 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა პარიზში იცხოვრა და ელექტო-ტექნიკური კურსები დაამთავრა.

1911

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1911 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გაიპარა გადასახლებიდან და ცხრა თვის მანძილზე ცხოვრობდა მოსკოვში, ხოლო შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 1917 წლამდე დაჰყო.

1911

ტიპი: ნასამართლეობა

1911 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი ენისეის გუბერნიის სოფელ კუზნეცოვოში გაგზავნეს. მას ციმბირში სამუდამო გადასახლება ჰქონდა მისჯილი.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს, მას შემდეგ რაც ჩავარდა ავლაბრის ტიპოგრაფია, გაზეთ „სხივის“ რედაქციაც გაჩხრიკეს და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იქ მყოფ სხვა პირებთან ერთად დააპატიმრეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი თბილისში დაბრუნდა და თანამშრომლობა გაზეთ „სხივთან“ დაიწყო. გაზეთის რედაქტორები ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე იყვნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905-1906 წლებში თბილისის კომიტეტმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გაგზავნა ალექსანდროპოლის, ესივანის და ყარსის დეპოს მუშათა ორგანიზაციების დასაკავშირებლად ამიერკავკასიის რკინიგზის მუშათა ცენტრის კომიტეტთან.

1904

ტიპი: ნასამართლეობა

1904 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დაიჭირეს და ხუთი თვე მეტეხის ციხეში ჰყავდათ. გათავისუფლების შემდეგ ისევ სოფელში გაგზავნეს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლიდან კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იმყოფებოდა კაჭრეთში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა დროგამოშვებით ახერხებდა თბილისში გამოპარვას, სადაც დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტს, აქ დაუხლოვდა ირაკლი წერეთელს.

1900

ტიპი: ნასამართლეობა

1900 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი კიევის ციხეში დატუსაღებული იყო ხუთი თვე, რის შემდეგაც ჟანდარმერიის უფროსმა მიხეილ ნავიცკიმ წინადადება მისცა, 24 საათში დაეტოვებინა ქალაქი.

1899

ტიპი: თანამდებობა

კონსტანტინე ანდრონიკაშვილის ცნობით, 1899-1900 წწ. კიევში ჟანდარმთა უფროსი იყო სისასტიკით ცნობილი ნავიცკი.

1900

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1900 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი გარიცხეს კიევის უნივერსიტეტის მესამე კურსიდან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის გამო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 თებერვალს ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი სალიკვიდაციო განყოფილების არქივარიუსს, ტექნიკოს გოპაძეს სთხოვს, რომ ზ. პ. მეტრეველს ტექნიკური სამმართველოსთვის ჩააბარონ ყოფილი ბათუმი-ტრაპეზუნდის გზის წიგნების ყუთი, რომელიც მათთან ინახება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს სალიკვიდაციო განყოფილების გამგე, ინჟინერი ვეისი გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართავს, რომ მისი ბრძანებით შავი ზღვის რკინიგზის მონაკვეთის საწყობიდან სამინისტროს მოსამსახურეებზე გაცემულია 8 ფუთი და 20 ფუნტი ჩაი (ფუთი 20 რუბლად). სამინისტროს კანცელარიამ ეგზეკუტორ ბერიევს დაავალა ჩაის მოსამსახურეებზე გაცემა და მათი ხელფასიდან ღირებულების დაკავება. ამ ფულის ნაწილი მიიღეს სალიკვიდაციო განყოფილების შემდეგი თანამშრომლებისაგან: ვეისი, როდზევიჩი, სეროვი, ბარკოვსკი, ვასილევი, გოპაძე, მალახოვსკი, სოკოლოვსკი, აგიაშვილი, ნაცვალოვი და ჯაფარიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 სექტემბერს სალიკვიდაციო განყოფილების უფროსი, ინჟინერი ვეისი ავტოგანყოფილების უფროსს სთხოვს, გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის განკარგულების თანახმად, გაათავისუფლონ შენობა, რომელიც მათ კანცელარიას უკავია და საავტომობილო განყოფილებასთან გამოდის.