რეგისტრირებული ფაქტები86968
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 2 გამოქვეყნებულია ამავე გაზეთის შემომწირველთა სია: ლეო იმნაძე, ქეთო ოქრუაშვილისა, მარიამ ხაბურძანია, ელენა ბარაბაძე, ნინო ფანცავა, მარიამ მაჭავარიანი, ალისა ქუთათელიძე, ელენე მამალაძე, ევგენია მაჭავარიანისა, ნადეჟდა ივანოვისა, ანეტა გეგელაშვილი, ეკატერინე მესხი, ოლია ლორთქიფანიძე, ალექსანდრა კროტკოვი, ქალ. იოსელია, მანიულ ლანდია, ქეთო აბესაძე, დათიკო ლანდია, იუნონა დადიანისა, ვერა ბაქრაძისა, ოლიმპიადა ლაღიძისა და ლიზა მაჭავარიანისა.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წელს იროდიონ სონღულაშვილი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმში მოლარედ მუშაობდა.
1973
ტიპი: ღონისძიება
1973 წლის 16 აპრილს გივი ჟორდანიამ ქრისტინე შარაშიძეს წერილით სთხოვა შეხვედრა და ქართული განძის საფრანგეთში გატანისა და უკან მობრუნების შესახებ ცნობების მიწოდება.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ყაზახეთში გადასახლებაში ყოფნისას წიგნის მაღაზიაში ნახა სერგო კლდიაშვილის წიგნი, ნატა ჩხეიძის თარგმანებით.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის პირველ ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ იგი გერმანელ პელიგრინს შეუთანხმდებოდა შალვა მაღლაკელიძე მას 200 მარკას გაუგზავნიდა. შეატყობინა, რომ მომავალში ახალ მისამართზე მიეწერა: ვია მოდენას N5.
1950
ტიპი: ორგანიზაცია
1950 წლის 1-ლ ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში იყო უცხოელი ჟურნალისტების ორი ორგანიზაცია: „საზოგადოება უცხოელი ჟურნალისტებისა“ შემოკლებით „ტასს“, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ბოლშევიკები და სხვ. , და „თავისუფალ პროფესიონალურ ჟურნალისტთა ასოციაცია ცენტრალური და აღმოსაცლეთ ევროპისა“. მასში შედიოდნენ: ლიტველები, ლატიშები, უნგრელები, უკრაინელები, ალბანელები და სხვანი.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 1-ლ ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიაში დაარსებულ პროფესიონალი ჟურნალისტების საზოგადოებაში მიიღეს. ეს ორგანიზაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის იყო. მისი თქმით, ერთი წელი დასჭირდებოდა იმის დამტკიცებას, რომ კავკასიელები ევროპელები ვართ.
1941
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1941 წლის 24 მარტს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ თინა მესხიშვილს ტყუპი ბიჭი შეეძინა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს ლიდია გეპშტეინს პენსიის მისაღებად დასჭირდა ცნობა, რომ მუშაობდა თბილისში და თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს სთხოვა დახმარება ექიმ მუხაძესთან დაკავშირებაში.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან 1918 წლამდე ლიდია გეპშტეინი თბილისში ექიმ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა.
1941
ტიპი: ღონისძიება
ყაზახეთში გადასახლებულ თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს 1941 წელს ფოსტაში უარი უთხრეს ქართული გაზეთის გამოწერის გაგრძელებაზე.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წლის 29 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ შვილს, ბიბი ქარცივაძეს, თბილისში გამოუგზავნა წერილი და ცოლის შერთვის ნება დართო.
1941
ტიპი: გარდაცვალება
1941 წლის 10 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისიდან მიიღო გაზეთი, რომელშიც ასინეთას გარდაცვალების განცხადება ნახა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წლის იანვრიდან თამარ შარაშიძე-ქარცივაძე ყაზახეთში გამოწერით მიიღებდა გაზეთ „კომუნისტს“.
1940
ტიპი: ღონისძიება
1940 წლის ნოემბერში ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ გაზეთ „პრავდაში“ წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების ცნობა.
1940
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1940 წლის 17 სექტემბერს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თავისი განაჩენი შეიტყო. მას ჯამბულში (ყაზახეთში) 5 წლით ტოვებდნენ.
1950
ტიპი: ავტორობა
1950 წლის 2 მაისს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ „ხმელთაშუა ზღვის ცენტრის“ დავალებით ინდოეთში ან სპარსეთში აპირებდა გამგზავრებას. ინსაბატოს თქმით, გამგზავრებას პოლიტიკური და კომერციული მიზანი ჰქონდა. იგი იმედგაცრუებას გამოთქვამდა ირაკლი ბაგრატიონისა და მისი სიძის მიმართ.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 2 მაისს პაკისტანიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ საღირაშვილს 357 გერმანული მარკის ანგარიშით ვალი დაუბრუნა.

