საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91151

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქაიხოსრო გელოვანი ცხოვრობდა ლეჩხუმის მაზრის დაბა ლაილაშში.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დესპინე დავითის ასული შარვაშიძე-გელოვანისა ცხოვრობდა სოფელ ლაჯანაში.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, მღვდელი ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია სოფელ ლაილაშში ცხოვრობდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის ლექსი „ოცნება“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნაწყვეტი რაფიელ ერისთავის ნაწარმოებიდან „ზარხოში“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის მიერ შეკრებილი „ფშაური ლექსები“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ჟან-ბატისტ პოკლენის ერთაქტიანი კომედია „სიცილიელი ანუ შეყვარებული მხატვარი“.

1879

ტიპი: გარდაცვალება

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძისადმი მიძღვნილი ნეკროლოგი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია მომრიგებელ-მოსამართლეების არჩევის წესების, მათი მოვალეობებისა და მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანი „იზა“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ნ. დავითიშვილის სტატია ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძის შესახებ. სტატიიდან ვიგებთ თუ როგორი პიროვნება და მამულიშვილი იყო ბესარიონ ღოღობერიძე.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანის გამოსათხოვარი სიტყვა, რომელიც მან ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძეს მიუძღვნა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოგზაურის პიეტრო დელლა ვალეს „მოხსენება საქართველოზედ პაპი ურბანუს მერვესადმი“, რომელიც თარგმნა ალექსანდრე ჭყონიამ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტს ჟურნალ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის „ცხოვრება და კანონის“ მეექვსე ნაწილი გამოქვეყნდა.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879 წლის გაზაფხულზე დიმიტრი ხოშტარია ყვავილის ინფექციით მძიმედ დაავადდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 15 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე სარაჯიშვილის რეცენზიის მეორე ნაწილი ილია ჭავჭავაძის პოემაზე „დიმიტრი თავდადებული“ და სტატიაზე „ფიქრი და შენიშვნა“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 14 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ალექსანდრე ჭყონიას სტატია „ორიოდე სიტყვა უფ. გ. თუმანიშვილს“ გამოქვეყნდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე სარაჯიშვილის რეცენზია (პირველი ნაწილი) ილია ჭავჭავაძის პოემის, „დიმიტრი თავდადებულისა“ და სტატიის „ფიქრი და შენიშვნა“ შესახებ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „სარჩობელაზედ“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსი „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოლომონ ბავრელის დოკუმენტური ნარკვევი „ნავით მოგზაურობა ჭოროხზე“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი ჟან-ბატისტ პოკლენის სამმოქმედებიანი კომედია „სიყვარული მკურნალობს“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკო ლომოურის ლექსი „სიზმარი“.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით თ. ნ. ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თელავის მაზრის აქციზის უფროსი მიხეილ პისანკო პირნათლად არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ძირითადად დროს საბილიარდოში ატარებდა და თუ რომელიმე ვაჭარი ხელმოსაწერად მიუტანდა „ბლანკს“, ვაჭრებს ეუბნებოდა, რომ იქ ბილიარდის ოთახი იყო და არა ქარხანა, ამიტომ მათ დილიდან საღამომდე უწევდათ ლოდინი.