რეგისტრირებული ფაქტები87053
სორტირება თარიღი კლებადობით
1872
ტიპი: ნასამართლეობა
1872 წლის 8 იანვარს თბილისის სასამართლო პალატამ უდანაშაულოდ ცნო მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქეები, ეფრემ ჩხიკვიშვილი და ლუარსაბ ჩანტლაძე.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო ზურაბ ანტონოვის კომედიის „ქმარი ხუთი ცოლისა“ პრემიერა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო დიმიტრი ყიფიანის მიერ ქართულად თარგმნილი მილიერის კომედიის, „ძალათ ცოლის შერთვევინების“ პრემიერა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს გრიგოლ არწრუნის რედაქტორობით გამოიცა ახალი სომხური გაზეთის, „მშაკის“, პირველი ნომერი.
1872
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1872 წლის 2 იანვარს ახაშენში დაიბადა.
1872
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1872 წლის Кавказский календарь-ის მიხედვით, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვის მეუღლე იყო მარია ალექსანდრეს ასული ფონ ჰესენ-დარმშტატი.
1872
ტიპი: თანამდებობა
1872 წლიდან ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრას ხელმძღვანელობდა.
1872
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1872 წელს ილია ჭავჭავაძის დაქვრივებული და ელისაბედი ცოლად გაჰყვა ალექსანდრე საგინაშვილს.
1872
ტიპი: თანამდებობა
1872 წელს ილია ჭავჭავაძის ქვისლი დიმიტრი სტაროსელსკი ბაქოს გუბერნატორად დაინიშნა.
1872
ტიპი: გარდაცვალება
1872 წელს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა გამზრდელი მამიდა მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლ რევაზ ანდრონიკაშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებაში, რომელმაც ბანკის წესდების საკითხი განიხილა.
1872
ტიპი: ავტორობა
1872 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა სხდომაზე, რომელზეც ხმის უმეტესობით გაიმარჯვა მისმა და დიმიტრი ყიფიანის პროექტმა. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, დაარსებულიყო თბილისის გუბერნიის საადგილმამულო ბანკი და ილია წესდების შემმუშავებელი ახალი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წელს საგუბერნიო კრების გაგრძელების გამო თავადაზნაურობის წინამძღოლის, რევაზ ანდრონიკაშვილის თხოვნით თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძეს ორჯერ გაუხანგრძლივა შვებულება, რათა ამ კრებებზე დასწრება შესძლებოდა.
1872
ტიპი: თანამდებობა
1872-91 წლებში გერასიმე ნიკოლოზის ძე აბზიანიძე სოფ. ბაშის სულიწმინდის გარდამოსვლის ეკლესიის მღვდელი იყო.

