რეგისტრირებული ფაქტები85202
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ ქუთაისის მაზრის მასწავლებელთა კავშირის ტობანიერის ფილიალის განყოფილებამ გადაწყვიტა, გახსნას წიგნის მაღაზია და ხელმისაწვდომ ფასებში მიაწოდოს როგორც მოწაფეებს, ისე ხალხს სახელმძღვანელო და სახალხო საკითხავი წიგნები. განყოფილების გამგეობა თხოულობს, დაეთმოს მას წიგნები ნისიად და პროცენტის დაკლებით. გამგეობამ ჯერჯერობით უარი უთხრა წიგნების ნისიად დათმობაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარგის კაკაბაძის განცხადება, მისი შრომის, „საქართველოს მოკლე ისტორიის“ გამოცემის შესახებ. ხსენებული წიგნი მიცემული იყო სტამბაში ასაწყობად. ის ჰონორარად თხოულობდა ნომინალური ფასის 20%-ს, 1500 მანეთს. 6 იანვარს მას უნდა მიეღო 9000 მანეთი, ხოლო დანარჩენი წიგნის გამოსვლის შემდეგ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახალხო გვარდიის საარტილერიო ბრიგადის უფროსის თხოვნა, ჯარისკაცთა შორის წერა-კითხვის გასავრცელებლად დათმობოდა მას სახელმძღვანელო წიგნები. ბრიგადის სკოლებში 200 კაცი სწავლობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა 1000 მანეთის წიგნები მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის ნავარაუდევი თანხიდან.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 27 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ქ. შარაშენიძე, კ. ნინიძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მინა კოპალეიშვილის თხოვნა მისი კუთვნილი ფულის (სამტრედიის კიოსკში ნამსახური 11900 მანეთი) მიცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ეს ფული კოპალეიშვილისთვის სამტრედიის ქალაქის გამგეობას 15 ნოემბერს უნდა მიეცა, მაგრამ დღემდე არ გაუსტუმრებია. გამგეობამ საზოგადოების ვექილ კირილე ნინიძეს ამ საქმის გარკვევა დაავალა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ „ბუნების კარის" საბუნებისმეტყველო განყოფილების შემსწორებლად გიორგი ჯავახიშვილი მოეწვით, ხოლო საგეოგრაფიო განყოფილებისა – სამსონ ფირცხალავა. გამგეობამ ხსენებული პირები დაამტკიცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წიგნის გამომცემლობის გამგე თ. კიკვაძე გამგეობას „დედაენისა“ და „ბუნების კარის" დასასურათებლად სპეციალური მხატვრის (განსაზღვრული ჯამაგირით) მოწვევას სთავაზობდა. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა გადადო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი უზნაძის თხოვნა მისი ახლადგამოსული სახელმძღვანელოს, „პირველყოფილი კულტურის ისტორია“ – ცალი 20 მანეთად შეძენის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, უსახსრობის გამო ნაღდი ფულით შეძენაზე უარი ეთქვა, მაგრამ წიგნი მიიღეს საკომისიოდ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია კლდიაშვილის თხოვნა სიმონეთის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის საზოგადოების გამოცემებისა და ერთი წლის წინ დათმობილი სურათების უფასოდ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ისიდორე კვიცარიძის წინადადება მისი შრომის (თარგმანი) „როგორ ცხოვრობდნენ ძველად ადამიანები“ გამოცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ხსენებული წიგნი, როგორც მთარგმნელის მიერ წარმოდგენილი საბუთებიდან ჩანდა, ნებადართული იყო სკოლაში სასწავლებლად. კვიცარიძე წიგნის გამოცემის საჭიროებისთვის 50 ოზმა (ქაღალდის საზომი ერთეული, უდრიდა 480 ფურცელს) ქაღალდს იძლეოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, შეედარებინათ კვიცარიძის თარგმანი უკვე დაბეჭდილ წიგნებთან და შემდეგ ემსჯელათ წიგნის გამოცემის შესახებ. შედარება გიორგი ჯავახიშვილს მიენდო.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 20 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილის თხოვნა მისთვის ერთდროული დახმარების შესახებ. გამგეობის ცნობით, სკოლა თავის გამგებლობაში მიიღო გორის სამაზრო ერობამ მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, გიუნაშვილი სკოლაში 18 წელი მსახურობდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცა 1000 მანეთის ოდენობის ერთდროული დახმარება.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტ მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილს ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია – თვეში 300 რუბლი დაუნიშნა. 2 წლის შემდეგ მას ეს თანხა საზოგადოებისათვის უკან უნდა დაებრუნებინა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წელს სოფელ ღების (ზემო რაჭა) მცხოვრები, პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი უკიდურესი გაჭირვების გამო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგდოებას სწავლის დამთავრებამდე სტიპენდიით დახმარებას სთხოვს და შეძლებისთანავე უკან დაბრუნებას ჰპირდება.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N114 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ქალთა 1-ლი გიმნაზიის მასწავლებელი ელენე ბუტულაშვილი 10 ოქტომბრიდან ბოდბის ქალთა საოსტატო სემინარიის გამგედ დაინიშნა. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებდა საქმისმწარმოებელი ივანე პეტრეს ძე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 2 ოქტომბრის N117 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ქალთა 1-ელი გიმნაზიის მასწავლებელი ნიკოლოზ დუმბაძე 1-ლი ოქტომბრიდან დაინიშნა ხაშურის გიმნაზიის ინსპექტორის თანამდებობაზე. დედანთან სისსწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N114 ბრძანებით, ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორი ქეთევან ღოღობერიძე განთავისუფლდა თანამდებობიდან თავისი თხოვნის თანახმად 1-ლი სექტემბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის ბრძანების თანახმად, თბილისის ვაჟთა მეექვსე გიმნაზიის მასწავლებელი ამბროსი სვანიძე დაინიშნა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე 1-ლი ოქტომბრიდან. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 25 სექტემბრის N115 ბრძანების თანახმად, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელი ანტონ მუჯირი 1-ელი ოქტომბრიდან დაინიშნა ამავე გიმნაზიის დირექტორად. დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს საქმისმწარმოებელი ივანე ეპიტაშვილი.