რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 17 აგვისტოს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N19 გამოქვეყნებულ ექიმ პაკროვსკაიას პუბლიკაციას „საზოგადო ტემპერამენტის მსხვერპლზე“, სადაც დასასრულს საუბარია თავისუფალ სასიყვარულო ურთიერთობაზე, ახლავს რედაქციის შემდეგი შენიშვნა: „ასეთი კავშირის მგალობლებია „ცისფერი ყანწების“ მგოსნები, რომელნიც ამ დიდი რევოლუციის ქარტეხილში ჩვენს დაბა-ქალაქებში პარადებს მართავენ და რომელთა ქება-დიდებას „ფრანც მოორი“ – იდეური თანამოაზრე „ჩვენი ქვეყნის“ ფაქტიური რედაქტორისა, ამავე გაზეთში გაჰყვირის. მე ვამბობ, თანამოაზრე, რადგან ბ. რედაქტორი მხოლოდ თანამოაზრეთ უბეჭდავს ფსევდონიმით წერილებს. საინტერესოა, კიდევ რამდენი არიან „ცისფერი ყანწელების“ მადიდებელნი „ნ. [.]-ბში, რომ იმედი ვიქონიოთ მათ მიერ საქართველოს აღდგენა-განახლებაში“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 დეკემბერს ქართული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ივანე ბეწუკლიშვილი უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლების მთავარგამგეს მიმართავს თხოვნით, მასწავლებლად დანიშნონ თიანეთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.
1920
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის ქალთა წმინდა ნინოს გიმნაზიის მასწავლებელ ოლღა ბექაიას ფრანგული ენის საშუალო სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა. 1920 წლის პირველი მარტიდან კი მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა ბექაია ქუთაისის წმინდა ნინოს გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 ნოემბრიდან ოლღა ბესტუჟევა-შუბითიძე ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის უფროს კლასებში ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ბერძნიშვილმა დაკარგა ატესტატი, რომელიც 1917 წლის მაისში ბათუმის გიმნაზიიდან მიიღო. ის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას ატესტატის ასლს სთხოვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მაისის სახალხო განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქის გამგეობამ მაქსიმე ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია მოახდინა, რის გამოც მას რთულ პირობებში უხდებოდა მუშაობა. განათლების სამინისტრო ითხოვდა ბერძნიშვილის ბინის რეკვიზიცია შეწყვეტილიყო.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სახალხო განათლების სამინისტროს საერთო საქმეთა მდივანი, მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი მეცხრე სამილიციო უბანში, ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 30 ივლისს მაქსიმე ბერძნიშვილმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, ერთთვიანი შვებულება მიეცათ ფილტვების ანთების გამო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან მაქსიმე ბერძნიშვილი სახალხო განათლების სამინისტროს საპროფესიო და სატექნიკო სასწავლებელთა განყოფილების საქმისმწარმოებლად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, ირაკლი ბერძნიშვილი თელავის მაზრის გადასახადთა ინსპექტორად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს თხოვნით მიმართა, რომ მისდამი რწმუნებული სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ირაკლი ბერძნიშვილი, მისი თხოვნის თანახმად, 1919 წლის პირველი ნოემბრიდან თანამდებობიდან დაეთხოვათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ირაკლი ბერძნიშვილი თბილისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ელენე ბერძნიშვილი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ივლისიდან გიორგი ბეროზაშვილი გორის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის გამგედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ოქტომბრიდან ვერა ბერნატოვიჩი თბილისის ,,ახალი სკოლის’’ ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის პირველი ნოემბრიდან შოთა ბერიძე (შეშაბერიძე) ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

