რეგისტრირებული ფაქტები80958
სორტირება თარიღი კლებადობით
1805
ტიპი: თანამდებობა
1805-49 წლებში იესე სიმონის ძე ჩინჩალაძე სოფ. ახალბედისეულის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1805
ტიპი: თანამდებობა
1805-46 წლებში დავით დავითის ძე ხაბეიშვილი ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1805
ტიპი: თანამდებობა
1805 წელს ლაზარე ბუზალაძე სოფ. ზედუბნის წმ. კოზმასა და დამიანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1805
ტიპი: თანამდებობა
1805 წელს გიორგი ჭყონია სოფ. მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.
1805
ტიპი: თანამდებობა
1805 წელს იესე სიმონის ძე ჩინჩალაძე ორაგვეთის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1805
ტიპი: თანამდებობა
1805 წელს იოვანე გიორგის ძე სორმაგაძე ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1805
ტიპი: ღონისძიება
1805 წელს მანუჩარ ყიფიანმა ჭელიშის მონასტერს შესწირა ხვანჭკარის მცხოვრები ტყეშელაშვილები თავიანთი მიწა-წყლით.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 22 ოქტომბერს გენერალ-მაიორ პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევმა მთის ხალხი დაამარცხა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 22 ოქტომბერს გენერალ-მაიორ პეტრე დანიელის ძე ნესვეტაევმა საქართველოზე გამავალი კავკასიური ხაზი აღადგინა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის ოქტომბერში პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა სამხედრო ექსპედიცია მოაწყო ოსეთში.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი ისტორიული ნარკვევიდან ირკვევა, რომ 1804 წლის 4 სექტემბერს საქართველოში რუსთა ჯარის მთავარსარდალ პავლე ციციანოვს ერევნის ალყა მოუხსნია.
1804
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს ერევნის მიდამოებთან განლაგებული რუსთა ჯარის მთავარსარდალ პავლე ციციანოვს მოუწვევია სამხედრო საბჭო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, მოეხსნათ ერევანზე ალყა თუ შეტევაზე გადასულიყვნენ. ციციანოვი პირველისკენ იხრებოდა, თუმცა საბჭომ უკან დახევა გადაწყვიტა და 1804 წლის 4 სექტემბერს ალყა მოიხსნა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის სექტემბერში თბილისის სომეხი მთავარეპისოკოპოსი იოანე თავის ერთმორწმუნე თანამემამულეებთან ერთად თბილისში დაბრუნდა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის 21 აგვისტოს ახპატელმა თათრებმა ალექსანდრე ბატონიშვილს ამცნეს, რომ სომეხ ლტოლვილთა ქარავანი ახპატიდან დაიძრა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის აგვისტოში სომეხთა ქარავნის ავანგარდმა დანარჩენებს შეატყობინა, რომ მათკენ მოემართებოდა ალექსანდრე ბატონიშვილი თავისი ჯარებით.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 15 ივლისს ერევანთან პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა ბაბა-ხანის შემოტევა უკუაგდო.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 2 ივლისს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა ქალაქ ერევნის ფორშტატი და ბაღები აიღო.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 30 ივნისს რუსებთან ბრძოლაში, რომელიც ერევანთან გაიმართა, სპარსებს ხელმძღვანელობდა აბას-მირზა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1804 წლის 30 ივნისს საქართველოს მთავარსარდალმა პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა სპარსთა ბანაკი აიღო ერევანთან.
1804
ტიპი: ღონისძიება
1830 წლის 8 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წლის 20 ივნისს ერევანთან მოხდა შეტაკება რუსთა და სპარსთა ჯარებს შორის. რუსებს ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავარსარდალი პავლე ციციანოვი, სპარსებს – აბას-მირზა.
1804
ტიპი: ღონისძიება
1869 წლის „კავკასიის კალენდრის“ ცნობით, 1804 წლის 10 ივნისს გენერალ-მაიორმა სერგეი ალექსის ძე ტუჩკოვმა სპარსები გიუმრიში დაამარცხა.