საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89882

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმის თურქებისგან გათავისუფლებაში გაწეული დახმარებისთვის დიმიტრი ჟლობამ საჩუქრად საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ეტლი დაიმსახურა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის წერილი „ქართველ მაჰმადიანთა კაცთმოყვარეობა“.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

წყალტუბოს რაიონის სოფ. ოფურჩხეთის მცხოვრები თომა ონისიმეს ძე კვიცარიძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1902 წელს დაიბადა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 მარტს აჰმედ მუჰთარ ბეიმ გიორგი ჩიჩერინს მისწერა – საქართველოში წითელი არმიის მოქმედებათა შესახებ ინფორმაციის გაგზავნა სთხოვა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჩიბათის მცხოვრები სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1896 წელს დაიბადა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია ბათუმის მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა მუშად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს სოკრატე ივანეს ძე კუკულაძე, გივი ცომაია და ვანო შიოს ძე ბიჭიკაშვილი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.

1899

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ოზურგეთის რაიონის სოფ. თხინვალის მცხოვრები იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე, ბათუმის ბრძოლის მონაწილე, 1899 წელს დაიბადა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 მარტს გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია და იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე დაკრძალეს ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის წინ გათხრილ საძმო საფლავში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს გიორგი დავითის ძე ჩაჩიბაია და იაკინთე სილიბისტროს ძე ურუშაძე ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის მარტში ოფიცერი კონსტანტინე ესაძე ბათუმის ბრძოლაში დაიღუპა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს გერმანე კვაჭაძე ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად იბრძოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა სოხუმის ქალაქისთავად ბერენსი დანიშნა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის ცნობით, გრიგოლ აბაშიძე იყო აზნაური.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში გრიგოლ აბაშიძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 27 წლის გრიგოლ აბაშიძე დახვრიტა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის ცნობით, ალექსანდრე აბაშიძე იყო აზნაური.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე აბაშიძე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 32 წლის ალექსანდრე აბაშიძე დახვრიტა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის ცნობით, ბაუკ წერეთელი იყო თავადი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ბაუკ წერეთელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 34 წლის ბაუკ წერეთელი დახვრიტა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა ოფიციალური სიის ცნობით, ნიკოლოზ წერეთელი იყო თავადი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ნიკოლოზ წერეთელი იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 41 წლის ნიკოლოზ წერეთელი დახვრიტა.