საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90026

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომელშიც ადასტურებს, რომ ალექსანდრე ვახვახიშვილის წინააღმდეგ მან შეიტანა საჩივარი თელავის მომრიგებელ მოსამართლესთან და უარყოფს თითქოსდა მას 13 მოწმე ჰყავდა მის წინააღმდეგ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ჯორჯაძემ არაერთხელ სთხოვა სოფელ ნაფარეულის თავკაცს, რომ დიდოელებიდან მომავალ გზებზე ყარაულები დაეყენებინა, რომ მათ მოსახლეობისთვის საქონელი არ მოეპარათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ა. კავთელის, ფრიდონ ივანეს ძე ჯაბადარის და თევდორე გულისოვის ინიციატივით საგარეჯოში დააარსეს კომიტეტი ექიმის მოწვევის თაობაზე, რომლის მიზანი ავადმყოფების უსასყიდლოდ მკურნალობა იქნებოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. კავთელის სტატია, რომ საგარეჯოში მცხოვრები ადამიანები შაქარა მდივანოვის დუქანში ყიდულობდნენ ციებ-ცხელების სამკურნალო წამალს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. კავთელის სტატია, რომ საგარეჯოში ადამიანები ციებ-ცხელებითა და წითელათი ავადდებოდნენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 19 ოქტომბერს გენერალ ლევან მელიქიშვილის ჯარმა ხელახლა დაამარცხა დაღესტანში აჯანყებულები. ბრძოლის დროს დაიჭრა ერთი და გარდაიცვალა 8 ოფიცერი. ჯარისკაცთა და მილიციონერთა შორის მკვდარი და დაჭრილი 110 კაცია.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, ცოდნა და შეგნება იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო სასწავლებლების არსებობა. განათლების მიღება ერთგვარი „მოდა“ იყო. ცოდნის გამოყენებაზე და ამით შემოსავლის მიღებაზე არცკი ფიქრობდა საზოგადოება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სასწავლებლების არსებობის აუცილებლობაზე. კერძოდ, საუბარია კახეთში დაარსებულ სასწავლებლებზე რომელთა გასამართად ადგილობრივი დიდგვაროვნები და მთავრობის წარმომადგენლები არაფერს აკეთებდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომელშიც აღწერა მისი შთაბეჭდილებები მცხეთის ეკლესიის შესახებ, რომელიც ახალციხესთან ახლოს მდებარე საფარის ეკლესიას შეადარა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომელშიც აღწერა თუ როგორ იმგზავრა მატარებლით სურამიდან თბილისამდე და როგორ ექცეოდნენ კონდუქტორები გლეხ მგზავრებს.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ვაჩნაძის მიერ გირაოდ ჩადებული მამული კერძოდ, ვენახი რომელიც მდებარეობდა სოფელ ბაკურციხეში გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მართა მიხეილის ასულ ვაჩნაძის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ვენახი რომელიც მდებარეობდა სოფელ კარდანახში გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადის მიხედვით, ვასო ივანეს ძე პოტებნიას მიერ გირაოში ჩადებული მამული, კერძოდ, პატარა თამარაშენში მდებარე ვენახი, საჯაროდ იყიდებოდა, რადგან, ბანკის წესდების თანახმად, ქონების მეპატრონემ დაკისრებული თანხადროულად არ გადაიხადა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ნინო დავითის ასული მირიანოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ხეხილიანი ვენახი, რომელიც მდებარეობდა ცხინვალში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ სადიხ ოსპარ-ოღლი მეხტიევის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ორსართულიანი ქვითკირის სახლი მიშენებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მინა მანუკის ძე ვართანოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი მიშენებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა ავლაბარში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მინადორ ზურაბის ძე საყვარელიძის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი მიწა, რომელიც მდებარეობდა გორში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ გიორგი ადამის ძე ადამაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი ერთსართულიანი მიშენებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ გიორგი ქიტესას ძე ხახაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი მიწით, რომელიც მდებარეობდა თბილისში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ივანე თეიმურაზის ძესა და ელისაბედ თეიმურაზის ასული ამილახვრების მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და საძოვარი მიწები, რომლებიც მდებარეობდა სოფელ ნაწრეტში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მარიამ ბიძინას ასულ თარხან-მოურავის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და სათიბი მიწები ტყით, რომელიც მდებარეობდა გორში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ იოსებ ივანეს ძე ბარათაშვილის, გიორგი ივანეს ძე ბარათაშვილის, დავით ივანეს ძე ბარათაშვილის, მარიამ ივანეს ასული ბარათაშვილისა და ბარბარე ივანეს ასული ბარათაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და საძოვარი მიწები, რომლებიც მდებარეობდა სოფელ კამარლოში გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ივანე პაატას ძე ქარუმიძის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი მიწა, რომელიც მდებარეობდა თორტიზაში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ოტია გიორგის ძე ზანდუკელის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი მიწა, რომელიც მდებარეობდა თიანეთში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ანდრია მიხეილის ძე ბაბაევის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და საძოვარი მიწები ტყით, რომლებიც მდებარეობდა თბილისის მაზრის სოფელ ერთისში, საჯაროდ გაიყიდებოდა, რადგან, ბანკის წესდების თანახმად, ქონების მეპატრონემ დაკისრებული თანხა დროულად არ გადაიხადა.