საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები83615

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 დეკემბერს ყოფილი მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულმა ნ. მაჭავარიანმა საავტომობილო განყოფილების მატერიალური ნაწილის მმართველს სთხოვა, განკარგულება გაეცა, რომ 16 დეკემბერს, დილის 9.30 წთ. ირაკლი გოპაძის განკარგულებაში არსებული მანქანა ორი საათით მიეცათ.

1919

ტიპი: ავტორობა

სალიკვიდაციო განყოფილების რწმუნებულმა 1919 წლის 6 თებერვალს გზათა მინისტრს მიმართა, რომ 21 იანვრის ბრძანებით მას დაევალა მთავარი პარკის ლიკვიდაციის რწმუნებულისგან ყველა საქმის ჩაბარება, განყოფილების გაუხარჯავი თანხების მიღება და შესაბამისი აქტის შედგენა; პ.(?) ი. მაჭავარიანის სამინისტროდან სასწრაფოდ წასვლის გამო ზოგი მიმდინარე მიმოწერა, მაგ., ბუდაღიანცის ფირმასა და ამხანაგობა „მშენებელთან“, მის საქმეებში დარჩა. მინისტრს სთხოვს, ბრძანება გასცეს ამ მიმოწერის მოსაძებნად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 ივნისს კანცელარიის მმართველმა და სალიკვიდაციო განყოფილების რწმუნებულმა გზათა სამინისტროს საავტომობილო განყოფილებას სთხოვეს, 14 ივნისს, დილის 10 საათზე, პეტრე დიდის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გაეგზავნათ, რათა მთავარი პარკის საწყობებიდან დეპარტამენტში გეოდეზიური ინსტრუმენტები გადაეტანათ. ავტომობილი ირაკლი გოპაძის განკარგულებაში იყო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 დეკემბერს საერთო საქმეთა სამმართველოს უფროსი ლიკვიდირებული რკინიგზების საქმეთა არქივარიუს ი. ი. გოპაძეს ატყობინებს, რომ მასზე სხვადასხვა ხარჯისთვის ირიცხება ავანსი 300 რუბლის ოდენობით და სთხოვს, წარუდგინოს ავანსის ანგარიში ან მასზე დარიცხული ფული დაუყოვნებლივ დააბრუნოს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს დავით ჩიქოვანი გაემგზავრა სტამბოლში, საიდანაც რვა თვის მანძილზე, როგორც საკუთარი კორესპონდენტი, წერილებს უგზავნიდა „სახალხო გაზეთს“ ქართველ მაჰმადიანთა და, ზოგადად, ოსმალეთის ცხოვრების შესახებ.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა უნივერსიტეტი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ჩიქოვანი 1887 წელს სამეგრელოში, სოფ. სუხჩეში, დაიბადა.

1955

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1955 წლის მივლინების ანგარიშის მიხედვით, იოანე ბაგრატიონისეულ კოლექციაში დაცული იყო ვახტანგის ძმის, დომენტი კათალიკოსის (დომენტი III-ის) ბრძანებით 1711 წელს „აღწერილი“ ოთხთავი.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს დაევალა, თვალყური ედევნებინა დავით გურამიშვილის დაბადებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებული წიგნის „პირველი სტამბა საქართველოში 1709-1722“ ბეჭდვისთვის.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძე მოსკოვში გაემგზავრა, რათა სამხედრო-ისტორიულ არქივში მოეძებნა ცნობები არჩილის ვაჟის, ალექსანდრეს, პეტრე I-ის გენერალ-ფელცეხმაისტერის, საქმიანობის შესახებ.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წელს ქრისტინე შარაშიძეს, სამუშაო გეგმის მიხედვით, დავით გურამიშვილის დაბადების 250-ე წლისთავის საიუბილეო გამოფენა უნდა გაემართა.

1955

ტიპი: ღონისძიება

1955 წლის სამუშაო გეგმაში ქრისტინე შარაშიძეს გათვალისწინებული ჰქონდა მივლინება მოსკოვსა და ლენინგრადში, იქ დაცული ქართული მასალების გასაცნობად.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე მიხეილ მაჩაბლისა და გიორგი წერეთლის არქივების ნაწილის მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მასალების მიხედვით, ვასილ გიორგის ძე წერეთელმა გამოაქვეყნა სახალხო წერილები ტუბერკულოზის, სანიტ[ა]რი[ი]სა და ჰიგიენური საკითხების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1887-1918 წლებში ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ვასილ გიორგის ძე წერეთელი პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კოლხიდაში“, „იმერეთში“, „სამშობლოში“, „ჩვენს ქვეყანაში“, „საქართველოსა“ და სხვა გამოცემებში.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან ვასილ წერეთელი ქუთაისში ცხოვრობდა და ქალაქის თვითმართველობის სამკურნალოს ექიმად მუშაობდა, ასევე სასწავლებლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის პირველ ნახევარში ქრისტინე შარაშიძემ იმუშავა „აღწერილობის“ III ტომის კორექტურასა და საძიებლებზე და დაწერა წინასიტყვაობა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლამდე ვასილ გიორგის ძე წერეთელი გორის მაზრის სოფელ ქარელში არალეგალურად ცხოვრობდა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით ვასილ წერეთელი სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და გაზეთ „ჩერნომორსკი გოლოსთან“ თანამშრომლობის გამო ბათუმიდან გადაასახლეს.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებში, ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური განწყობილების ევოლუცია" საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ქრისტინე შარაშიძემ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის, ციალა გაბაშვილის, დავალებით დაწერა „რუსთაველის სადაურობის საკითხისათვის“ მასალებისა და გამოკვლევების ბიოგრაფიული მიმოხილვა.

1890

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1890 წელს ვასილ წერეთელი ქუთაისის გუბერნატორთან კონფლიქტის გამო იძულებული იყო, თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის შემოდგომაზე ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება არჩილ მეფის პოლიგრაფიული მოღვაწეობისა და მოსკოვში პირველი ქართული სტამბის დაარსების შესახებ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930-33 წლებში ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების გამოფენის მოსამზადებელ პროცესში ქრისტინე შარაშიძეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ბიბიოთეკის გამგემ, მიხეილ შევარდნაძემ, გამოფენის ნაბეჭდი წიგნების განყოფილების მოწყობის ხელმძღვანელობა დაავალა.