საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90029

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ხოვლეს სასწავლებელში 40-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა და მეზობელი სოფლის გლეხებს დიდი სურვილი ჰქონდათ მათ შვილებსაც ესწავლათ, მაგრამ სასწავლებლის პატარა შენობის გამო ფიზიკურად შეუძლებელი იყო ახალი მოსწავლეების მიღება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ხოვლეს სკოლის მასწავლებლის ი. ც.-ს ინფორმაციით სკოლის არსებობის გადასაწყვეტად მამასახლისმა მოიწვია კრება, რომელზეც აირჩიეს სკოლის 4 მზრუნველი: ხოლო ჯალალი, სოლომონ მერებაშვილი, ბერო კოშაძე და სვიმონ ჯალალი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებელი ქართული ენისთვის განკუთვნილ დროს რუსულის, საღმრთო ისტორიისა და სხვა საგნების სწავლებას უთმობდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ზაქარია ანდრონიკაშვილის განცხადება, რომ ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მიემართებოდნენ ოსმალებთან საბრძოლველად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1-ელი იანვრიდან 1-ელ აპრილამდე ივრის გამსესხებელ-შემნახველმა ამხანაგობამ თბილისის საურთიერთო ნდობის ბანკში საწევრო 100 მანეთი შეიტანა. ხელს აწერენ ა. ცხვედაძე, თევდორე გულისოვი და აზარია დიაროვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ეხლანდელმა საფრანგეთის საქმეებმა...“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 12 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ინგლისი – მართლა და ცხარი ბაასი“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 მაისს, შუაღამისას, კუკიის ხიდზე მირზოევის დუქნებს ცეცხლი გაუჩნდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 მაისს საქართველოს მხედრობას სიტყვით მიმართა გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანმა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 მაისს ქართული მხედრობის უფროსმა იოსებ ჯორჯაძემ გრიგოლ ორბელიანს სახალხოდ მიუგო, რომ ქართველები მამა-პაპის სახელს არ უღალატებდნენ და კარგად იცოდნენ, რომ ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი სჯობდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 12 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 მაისს თბილისში ზაქარია ანდრონიკაშვილის სახლთან ქართველი ჯარისკაცების სახელზე პარაკლისი გადაიხადეს.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 5 მაისს სოფ. რუისში დაარსებული სასოფლო ბანკის ამხანაგობის გამგეობის წევრებად აირჩიეს გლეხი ესტატე ბუზიაშვილი, სოსე მღებრიშვილი და აზნაური მიხეილ კლიმიაშვილი.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 19 მაისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 5 მაისს სოფელ რუისში ბანკის ამხანაგობა დაარსეს, რომლის საბჭოს წევრებად ი. დ. დიასამიძე, გ. ი. მამაცაშვილი, ი. გ. კლიმიაშვილი, გოგია ყაველაშვილი, გლახა ბეჟანაშვილი და გიორგი ბეჟუაშვილი აირჩიეს.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 5 მაისს სოფელ რუისში დააარსეს რუისის სოფლის ბანკის ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიაში“ ქართულ ენას არ ასწავლიდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ „საოსტატო სემინარიის“ დირექტორის განცხადებით სასწავლებელში მხოლოდ 13 ქართველი ბავშვი სწავლობდა, ხოლო ბავშვები, რომლებიც წარმოშობით საქართველოს სხვა კუთხიდან იყვნენ ქართველებად არ მოიხსენიებოდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გორში არსებულ საოსტატო სემინარიაში ქართული ენას არ ასწავლიდნენ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „მართას ავადმყოფობა და ექიმის ნახვა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 5 მაისს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის არასწორი სწავლების მეთოდი.

1877

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1877 წლის 1-ელ ან 11 მაისს ქუთაისში დაიბადა ბუდიონ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდივანი, იგივე ბუდუ მდივანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას ნაღდი ფულის სახით 57 მანეთი და 65 კაპიკი ჰქონდა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობას გასესხებული ჰქონდა 561 მანეთი. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 1-ელი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წმინდა მოგება 11 მანეთი და 75 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 1-ელი მაისისთვის ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშზე საწევრო თანხა 627 მანეთი და 50 კაპიკი იყო. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: მ. სესიოვი, სოლომონ წერეთელი და ი. გოდაბრელიძე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 19 აპრილს ქართველ ცხენოსანთა ჯარმა ტყვედ აიყვანა 100 თურქი ჯარისკაცი თოფ-იარაღით, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ხუთი კი დაიჭრა.