რეგისტრირებული ფაქტები88490
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 1-ლ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ აბრეშუმის პარკის სეზონი დაიწყო. საქმის მოწესრიგება იკისრა მომარაგების სამინისტრომ. პრაქტიკული ხელმძღ. დაავალეს მეაბრეშუმეობის უფრ. სპეციალისტს იოსებ ქუთათელაძეს. მან ქუთაისში დაიქირავა ძვ. მსხვილი ვაჭრების _ პ და მ. გოკიელოვების ფარდული ხონის გზაზე, სადაც ინახავს შეზიდულ პარკს. მას ერობა ყიდულობს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ რკინიგზის მილიციამ შეიპყრო ყალბი სასურსათო ბარათების დამამზადებლები: კონსტანტინე ვლადიმერი ძე პანენკო და იოსებ ვლადიმერის ძე კოღანოვი. ისინი ციხეში გაგზავნეს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის საქონლის სადგურიდან 23 ტომარა სიმინდის ფქვილი გაიტანეს. ამ საქმეზე რკინიგზის მილიციამ შეიპყრო ამავე სადგურზე მომუშავე მწონავი სპირიდონ ჯავახიშვილი, უფროსი მუშა კასიანე მიქაშავიძე, ეზოს დარაჯი ვანო არობელიძე და სარგის ოთაროვი. მათ დანაშაული აღიარეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 მაისს სოფელ თხინალაში ყაჩაღთა ბრბოებმა მოკლეს სამი გვარდიელი ატენის ხეობიდან. მდგომარეობის გართულებით ისარგებლეს ყაჩაღებმა ტიგიშვილ-ქარქიშვილის მეთაურობით და სოფლების აწიოკება დაიწყეს. ატენის გვარდია ძველგვარდიელის, ილა ჩიხლაძის ხელმძღვანელობითი, ასევე ი. ლოთიშვილი, ლ. ნონიკაშვილი დაირაზმნენ მათ სადევნელად და შეეწირნენ ამ ბრძოლას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მარო ბეჟიაშვილისა და თამარა ივანიძის მიერ გამართული წარმოდგენიდან რედაქციამ 43 მან. მიიღო. გორის ფონდი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ მევენახეთა და მეღვინეთა ყრილობის საბჭომ პროფესორ მელიქიშვილის თავმჯდომარეობით შექმნა კომისია ღვინის შესახებ კანონპროექტის შესამუშავებლად. პროექტმა ფალსიფიკაციასთან ბრძოლა უნდა გაითვალისწინოს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სვირის მილიციის უფროსმა შეიპყრო ღვინის ვაჭრები სიმონ ნიკოლოზის ძე ჯღამაძე და სტეფანე ალექსანდრეს ძე ტაბიძე, რომელთაც 90 000 მან. ყალბი ფული აღმოაჩნდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სვირის მილიციის უფროსმა შეიპყრო ფილიმონ ხიდაშელის შარშანდელი მძარცველები დავ. ჩხიკვაძე და ვ. კოხეიძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 6 ივლისის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საზოგადოებამ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად გაეგზავნა „ჩემოს" წარმომადგენლები, რისთვისაც შექმნეს კომისია. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკო (ნიკოლოზ) იოსების ძე ნიკოლაძე, წევრებად – ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ჯაყელი, პ. ი. ოგანეზოვი, ვ. დრენენი, გ. ე. ჯავახიშვილი, ბ. ა. პაპავა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, მწერალთა კავშირის ახალი საბჭო აპირებდა ხელოვნების სასახლეში დოსტოევსკისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვას, სადაც გრიგოლ რობაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ნიცშე და დოსტოევსკი“, ტიციან ტაბიძეს კი – „ლეგენდა დიდებულ ინკვიზიტორზე“.

