საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „გაზისა და წყლის გაყვანა თბილისში“ თბილისის სამოქალაქო გამგეობაში გამართული საგანგებო სხდომის შესახებ.

1873

ტიპი: მფლობელობა

1873 წლის 26 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ქართველების კრიტიკით გამორჩეულ რუს პუბლიცისტსა და გამომცემელს, მიხეილ ნიკიფორეს ძე კატკოვს, სოხუმის მახლობლად დიდძალი მამულები შეუძენია.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „დასაწყისი დასასრულისა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 26 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომმა მალიავინმა ზაალ ჭავჭავაძის მამული 3000 მანეთად შეისყიდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ ბანკის თანამშრომლები ქრთამის გარეშე საქმეს არ აკეთებდნენ, ამიტომ წესდების დამტკიცება ჭიანურდებოდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 23 ოქტომბერს თბილისის სამოქალაქო გამგეობაში საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელშიც იასონ თუმანოვი, ნაპოლეონ ამატუნი, გიორგი ევანგულოვი და ფიოდორ გერშელმანი მონაწილეობდნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 22 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ოლღა გურამიშვილის წერილი მიიღო. მეუღლე ატყობინებდა, რომ ალექსანდრე საგინაშვილმა მისი კარდანახში წაყვანა ვერ მოახერხა და ისევ ბაქოში იყო.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ივანე მესხის ფელეტონისა „მადნის წყლებიდამ“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ლაზარე დადუანის წერილი „სვანეთის ჩვეულებები“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „სამართალი, ბაზენის პროცესი“ პარიზში გამართული გახმაურებული სასამართლო პროცესის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა გურგენ ჟღენტის კორესპონდენცია „ოზურგეთი, 11 სექტემბერს“ ოზურგეთის მაზრის ქალთა სკოლების მდგომარეობის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ანთიმოზ ჯუღელის კორესპონდენცია „ხონი, 30 სექტემბერს“ სახალხო სკოლების მასწავლებელთა კრების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის კორესპონდენცია „ქუთაისი, 16 ოქტომბერს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გორში სატინიკ ჩიმიშკიანისა და სომხური თეატრალური დასის მიერ გამართული სპექტაკლებით ამოგებული 236 მანეთი მაზრის სკოლების საჭიროებებს მოხმარდებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თბილისი, 18 ოქტომბერს“ კახეთის გლეხობის სიღარიბის შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 19 ოქტომბერს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლის, რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილის სახლში მევენახეების შეკრება გაიმართა, რომელზეც აგრონომ ზაქარია მიხეილის ძე ზუბალოვის მიერ შემუშავებული ვაზის მოვლის ახალი მეთოდი განიხილეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იგორ ნერსესოვისა და არსენ კალანდაძის გამოცემული კრებული „ქალ-ვაჟიანი“ შაურად იყიდებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ვასილ მაჩაბლის სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისის ბანკის წესდებას მინისტრი დასამტკიცებლად მალე წარუდგენდა სახელმწიფო საბჭოს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ სტატიაში ვასილ მაჩაბელი წერს, რომ პეტერბურგში ქართველი ახალგაზრდები თოთხმეტმარცვლიანი ურითმო ლექსით დედნიდან თარგმნიან შექსპირის „მეფე ლირს“.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული დავით ჩუბინაშვილი ქართულ-რუსული ლექსიკონის განახლებულ გამოცემაზე მუშაობდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, პუბლიცისტი დავით მიქელაძე საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა. იგი რედაქციის საქმიანობაში აქტიურად ჩაბმას გეგმავდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ივანე მაჩაბლის კორესპონდენცია „პეტერბურგი, 21 სექტემბერს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის ხაზინამ სიმონ დავითის ძე აბაშიძეს სხვადასხვა სამეწარმეო და საქველმოქედო საქმიანობისთვის 30000 მანეთი ასესხა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 12 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გაზეთის რედაქტორი სერგეი მესხი რამდენიმე თვით პარიზში იმყოფებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თბილისი, 11 ოქტომბერს“ ვაზის ავადმყოფობასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.